ენდოცერვიქსის ატიპური ჰიპერპლაზია - ადენოკარცინომის მოლეკულურ მახასიათებლებთან, პროგრესიისა და მეტასტაზირების რისკთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

ავტორები

საშვილოსნოს ყელის კიბო განიხილება მულტიფაქტორულ დაავადებად, რომელიც მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ, იმუნოლოგიურ და ეპიგენეტიკურ ფაქტორებს. შესწავლილია სიმსივნის პრეკურსორი დაზიანებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ენდოცერვიკალური სიმსივნეების განვითარებას. თუმცა, ამ პროცესის მოლეკულური საფუძვლები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.  ბრტყელუჯრედოვანი კარცინომებისგან განსხვავებით, საშვილოსნოს ყელის ადენოკარცინომა მოიცავს სიმსივნეების ჰეტეროგენულ ჯგუფს, რომელიც უნივერსალურად არ არის დაკავშირებული HPV ინფექციასთან. ეს სიმსივნეები ავლენენ განსხვავებულ მორფოლოგიას, ეტიოლოგიასა და პროგნოზს. მნიშვნელოვანია ენდოცერვიქსის ადენოკარცინომების, მათთან ასოცირებული წინამორბედი დაზიანებების პათოგენეზის, მოლეკულური და იმუნოჰისტოქიმიური მახასიათებლების შესწავლა და სიღრმისეული გაანალიზება.კვლევების მიხედვით, ცნობილია,  რომ სიმსივნის ღეროვანი უჯრედები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სიმსივნის ზომაზე, პროგრესიის სიჩქარესა და მკურნალობის შემდგომ რეგრესიის ხარისხზე. არსებობს მოსაზრება, რომ სიმსივნის პროლიფერაციული აქტივობა, აპოპტოზური სტატუსი, და სიმსივნის ღეროვანი უჯრედები დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს ცუდ პროგნოზთან და მედიკამენტების მიერ რეზისტენტობასთან. ყოველივე ზემოთ ხსენებული ადასტურებს რეგულირების რთული მექანიზმის არსებობას, რომელიც საფუძვლად უდევს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებასა და პროგრესიას. ამრიგად, დაავადების თითოეულ ეტაპისთვის ბიომარკერების გამოვლენა აუცილებელია ამჟამად არსებული ცოდნის გასაუმჯობესებლად, რათა მომავალში შემუშავებულ იქნას ადრეული დიაგნოსტიკისა და თერაპიის მეთოდები.  

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.