Solanum persicum Willd. ex Roem. et Schult.-ის მიწისზედა ვეგეტატიურ ორგანოთა ანატომიური აგებულება
ჩამოტვირთვები
შესწავლილია საქართველოს ფლორის, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მდიდარი წყაროს Solanum persicum Willd. ex Roem. et Schult.-ის მიწისზედა ვეგეტატიურ ორგანოთა ანატომიური აგებულება. მიკროტექნიკაში მიღებული კამერალური მეთოდებით კვლევის შედეგად გამოვლენილია პერსპექტიული სამკურნალო მცენარის შინაგანი აგებულების სადიაგნოსტიკო მახასიათებლები.
- persicum-ის ყლორტის მუხლთშორისი აქტიურად შებუსულია ერთ ან მრავალუჯრედიანი კონუსური და მოკაუჭებული ტრიქომებით. მუხლთშორისის მფარავი ქსოვილის ფუძემდებარე უჯრედები მწყობრად დაგვირისტებული, სწორხაზოვანი და კუთხოვანი ფორმისაა. ყლორტის ქერქში პარენქიმულ უჯრედებს სკლერიფიცირების ტენდენცია აღენიშნებათ. ლაფნის ბოჭკოთა სანათურები მომცრო კალიბრის, სქელგარსიანი, ოვალური მოხაზულობისაა, მათი შიდა გარსი კი ბლაგვკუთხოვანი კონფიგურაცის. S. persicum-ის ღერძითი ორგანოს ტრანზიტორული სისტემა მონოციკლურია; მუხლთშორისის გამტარი ქსოვილი წარმოდგენილია ლაფნის, კამბიუმისა და მერქნის ერთიანი ცილინდრის სახით; მერქანში დიფერენცირებულია მერქნის ტრაქეიდების და გამტარი ჭურჭლების სანათურები, ერთრიგიანი რადიალური სხივები, მერქნის პარენქიმული და კოლენქიმური უჯრედები; ტრაქეიდების სანათურთა შიდა გარსის მოხაზულობა სფეროსებრია, გამტარ ჭურჭელთა სანათურების კი ოვალური; ტრაქეიდების გარსის გასქელება მორიგეობით ფოროვანია, ხოლო გამტარ ჭურჭელთა - სპირალური. S. persicum-ის მედულარული ქსოვილი ობლიტერირებულია და სახეზეა მხოლოდ პერიმედულარული ქსოვილის პოლიგონალური უჯრედები. S. persicum-ის ფოთოლი ბიფაციალური ფორმისაა, დორზოვენტრალური, ამფისტომატური სტრუქტურის; ფოთოლი შებუსულია ორივე მხარეს კონუსური, გრძელი გაფარჩხული ბუსუსებით და სფეროსებრთავიანი ჯირკვლოვანი ტრიქომებით; ფოთლის ადაქსიალური და აბაქსიალური ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები ხასიათდება არადაგვირისტებული მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანი აგებულებით; ფოთლის მფარავ ქსოვილში დიფერენცირებულია ანომოციტური და ანისოციტური ტიპის ბაგეები; ბაგის მკეტავი უჯრედები თანაბრად გარსგასქელებულია, ბაგეთშორისი ხვრელი თითისტარისებრი მოხაზულობის. S. persicum-ის ფოთლის გამტარი ქსოვილი უკუ-კოლატერალურია, მერქნის ანასტომოზების გარსი სპირალურად გარსგასქელებული. S. persicum-ის ფოთლის ყუნწი (მეზოპეციოლი) ინტენსიურად შებუსულია კონუსური სხვადასხვა სიგრძის ბუსუსებით და სფეროსებრთავიანი ჯირკვლოვანი ტრიქომებით; ფოთლის ყუნწის ძირითადი ქსოვილი თხელგარსიანი, პოლიგონალური სტრუქტურისაა და ცენტრში უჯრედული ქსოვილის ობლიტერაცია ახასიათებს; S. persicum-ის ფოთლის ყუნწის გამტარი ქსოვილი ღია-კოლატერალური სტრუქტურისაა; ფოთლის ყუნწის მერქანში გამტარი ჭურჭლების სანათურები ოვალური და კუთხოვანია, ახასიათებთ სიგრძეზე მწყობრ მწკრივებად დიფერენცირება და მათი შიდა გარსის გასქელება სპირალურია.
Downloads
დავით ბაგრატიონი. იადიგარ დაუდი . „საბჭოთა საქართველო“, 1985, გვ.741;
ზაზა ფანასკერტელ - ციციშვილი. სამკურნალო წიგნი - კარაბადინი. თბილისი, „მეცნიერება“, 1986 წ., ტ.1, 259გვ.; ტ.2, გვ. 1006;
ნ.წუწუნავა. საქართველოს სამკურნალო მცენარეები.“საბჭოთა საქართველო“ 1960, გვ.260;
საქართველოს ფლორა ტ.XII, გამომცემლობა „ მეცნიერება“, თბილისი 1999; გვ.41-42;
Ikeda Ts., Tsumagari H., Honku T.,Nohara T. Cytotoxic activity of steroidal glycosides from Solanum plants. Biological Pharmaceutical Bulletin. 2003,26, 8, p.1198-1201.
Joseph Sakah Kaunda, Ying-Jun Zhang. The genus Solanum: an ethnopharmacological, phytochemical and biological properties. Review. Natural Products and Bioprospecting. 2019, 9, p. 77-137;
Limin Xiang, Yihai Wang, Xiaomin Yi, Xiangjiu He. Anti- inflammatory steroidal glycosides from the berries of Solanum nigrum L. Phytochemistry, 2018, 148, Apr., p.87-96;
R. Gagnidze - Vascular plants of Georgia a nomenclatural checklist; Tbilisi 2005, p. 141
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

