ჰარმონიკული რიგების მიმდევრობების ვიზუალური ანალიზი ფაზორული და სინუსოიდური დიაგრამების საფუძველზე

ჰარმონიკული მდგენელები სიმეტრიული მდგენელები ფაზორული დიაგრამები ელექტროენერგიის ხარისხი არაწრფივი დატვირთვა მათემატიკური მოდელირება

Авторы

ივნისი 17, 2026

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევის - ჰარმონიკული დამახინჯებების კომპლექსური ანალიზი და მათი კლასიფიკაცია სიმეტრიულ მდგენელთა პერპექტივაში. კვლევის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს მათემატიკური მოდელირება Microsoft Excel-ის პროგრამულ გარემოში, სადაც დისკრეტული ანალიზის მეთოდის გამოყენებით (1000 საკონტროლო წერტილი ერთ პერიოდზე) შესწავლილია ჰარმონიკული მდგენელების გავლენა 50-ე რიგის ჰარმონიკის ჩათვლით. ნაშრომის მეცნიერულ სიახლესა და პრაქტიკულ ღირებულებას განსაზღვრავს ჰარმონიკული მრუდებისა და ფაზორული დიაგრამების ურთიერთკავშირის სიღრმისეული ანალიზი, რაც საშუალებას იძლევა დინამიკაში დავაკვირდეთ ფაზორულ ბრუნვასა და შესაძლო ასიმეტრიებს.

   ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ ჰარმონიკული შემადგენლობის გავლენა სისტემაზე ექვემდებარება მკაცრ ციკლურ კანონზომიერებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია მათ რიგითობასთან. ნაშრომში დეტალურადაა განხილული დადებითი, უკუ და ნულოვანი მიმდევრობების ფორმირების პრინციპები მათემატიკური ალგორითმების ( 3k + 1 ; 3K - 1 ; 3k ) საფუძველზე. ნაშრომში წარმოდგენილი ვიზუალიზაცია და სისტემატიზებული მონაცემები ქმნის საიმედო მეთოდოლოგიურ ბაზას ელექტროენერგიის ხარისხის მონიტორინგის, ინტელექტუალური დიაგნოსტიკისა და ეფექტური ფილტრაციის სისტემების დაპროექტებისთვის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელექტრო ენერგეტიკული სისტემის მდგრადი და საიმედო ფუნქციონირებისათვის.

Наиболее читаемые статьи этого автора (авторов)

Похожие статьи

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

Вы также можете начать расширеннвй поиск похожих статей для этой статьи.