შარდის ბუშტის არაინვაზიური პაპილური კარცინომის მიკროგარემოს, ღეროვან უჯრედულ და ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის თავისებურებების შედარებითი ანალიზი ინვაზიური კარცინომის შემთხვევებთან

ავტორები

ინვაზიური უროთელური კარცინომა არის შარდის ბუშტის ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც მოიცავს შარდის ბუშტის ყველა პირველადი კარცინომის 90%-ს. საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, NCDC-ს მონაცემებით, კაცებს შორის შარდის ბუშტის სიმსივნე გავრცელებით მესამე ადგილს იკავებს. ის უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.  ეს პათოლოგია იკავებს მე-9 ადგილს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეთა შორის. ჩვენი კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა, რისთვისაც გამოყენებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის 2019-2021 წლების საარქივო მასალა. შესწავლილი იქნა როგორც დაბალი და მაღალი ხარისხის არაინვაზიურ უროთელურ კარცინომების ასევე ინვაზიურ უროთელურ კარცინომებში ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის მარკერები, ასევე სიმსივნის შიდა მიკროგარემოს მახასიათებლები და ღეროვან უჯრედული მახასიათებლები. შარდის ბუშტის კარცინომა მიეკუთვნება სიმსივნეთა იმ ჰეტეროგენულ ჯგუფს, რომლებსაც აქვთ რეციდივის, პროგრესიისა და მეტასტაზირების განსხვავებული მაჩვენებელი; გამოვლენილია მარკერები რომლებიც შეიძლება იყოს შარდის ბუშტის სიმსივნეების მიმდინარეობის პროგნოზული ინდიკატორები, რაც მეტად გააუმჯობესებს ამ ტიპის სიმსივნეების კლინიკურ მენეჯმენტს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.