ენდომეტრიუმის ეპითელური სიმსივნეების რეციდივისა და მეტასტაზირების ფენოტიპური მახასიათებლები

ავტორები

ენდომეტრიული კარცინომა წარმოადგენს გავრცელებულ გინეკოლოგიურ ავთვისებიან სიმსივნეს, რომლიც ინციდენტობაც მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად იზრდება და შეადგენს 65,620 ახალ შემთხვევას​​. საქართველოში საშვილონოს სიმსივნეები იკავებს გავრცელებით მე-3 ადგილს (13,3% ყოველ 100 000 ქალზე), ხოლო სიკვდილიანობით კი მე-4 ადგილს (4,8% ყოველ 100 000 ქალზე)​. ენდომეტრიულ კარცინომებში ყველაზე ხშირია ენდომეტროიდული ტიპის კარცინომები, რომელიც შეადგენს ენდომეტრიუმის ავთვისებიანი დაზიანებების დაახლოებით 75-80%-ს​. ბოლო წლებში არ მომხდარა ენდომეტრიული კარცინომის პროგნოზის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ასევე ნაჩვენებია, რომ ჯერ კიდევ ხშირია სიმსივნეები, რომლებიც ვლინდება შორსწასულ სტადიაზე, ავთვისებიანობის მაღალი ხარისხით და აგრესიული ჰისტოპათოლოგიური მახასიათებლებით. ადიუვანტური თერაპიული მიდგომები დღეს-დღეობით ისევ  რთული და ურთიერთწინააღმდეგობრივია და არსებობს მხოლოდ მცირე არჩევანი მეტასტაზური დაავადების სამკურნალო მიდგომებში ​. ჯერ-ჯერობით ისევ მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს პაციენტთა იმ ქვეჯგუფის სარწმუნო იდენტიფიკაცია, რომლებიც იმყოფებიან რეციდივის და მეტასტაზების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ​. ენდომეტრიუმის ეპითელური სიმსივნეების რეციდივისა და მეტასტაზირების ფენოტიპური მახასიათებლების ძიება აქტიურ ფაზაშია და ერთმნიშვნელოვანი მონაცემები მათ შესახებ არ არსებობს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.