გვირაბებში წვის მავნე პროდუქტების გავრცელების შესაფერხებელი ტრანსფორმირებადი ზღუდარების სისტემა

აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი AR–19-1936))

ავტორები

ხანძრის თანმდევი მოვლენებისა და პროცესების კონტროლი არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი გვირაბის სახანძრო უსაფრთხოების ნებისმიერი პროექტისათვის. აღნიშნული პროცესები გამოხატულია მაღალი ტემპერატურის, კვამლისა და წვის ტოქსიკური პროდუქტების გავრცელების დინამიკით ხანძრის კერისა და გვირაბის ფარგლებში. გრძივი ვენტილაციის პირობებში ორი ძირითადი პარამეტრი არის მნიშვნელოვანი: კრიტიკული სიჩქარე და უკუდინების სიგრძე. ორივე აღნიშნულ პარამეტრზე არსებით გავლენას ახდენს შემოთავაზებული მოქნილ ზღუდართა სისტემა, რომელიც გვირაბის აეროდინამიკური წინაღობის გაზრდის შედეგად შესაძლებელს ხდის შეფერხდეს ხანძრის დამაზიანებელი ფაქტორების გავრცელების ტემპი გვირაბში. უფრო მეტიც, გარკვეული პირობითობით, მოცემული ზღუდარების გამოყენებით შესაძლებელია გვირაბის დაყოფა მოკლე სიგრძის მონაკვეთებად, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხანძრის გავრცელებასაც შეაფერხებს. აღნიშნული ტრანსფორმირებადი ზღუდარების ყოველმხრივი თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა, ისე როგორც მათი სხვადასხვა კონსტრუქციებისა და მოქმედების პრინციპების დამუშავება აუცილებელია სატრანსპორტო გვირაბების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. წინამდებარე სტატიაში შემოთავაზებული მსუბუქი ტრანსფორმირებადი ზღუდარების  ახალი ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც არსებულ, ასევე დასაპროექტებელ საავტომობილო  გვირაბებში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >>