ქაცვის ზეთის სუპოზიტორიების შემუშავება და სტანდარტიზაცია

ქაცვის ზეთი სუპოზიტორიები კაროტინოიდები ცხიმოვანი მჟავები კაროტინოიდების გამოთავისუფლების კინეტიკა

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
June 6, 2023

ჩამოტვირთვები

     ქაცვი (Hippophae ramnoides L,Eleagnaceae) საქართველოს ფლორის ერთ-ერთი ფართოდ  გავრცელებული მცენარეა,  მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს  მრავალფეროვან ფარმაკოლოგიურ მოქმედებას დამწვრობის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კანის და საყლაპავი მილის სხივური დაავადებების და სხვათა სამკურნალოდ [1,2,3]. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოში მოზარდი ქაცვის ნაყოფის  ზეთის  ვაგინალური სუპოზიტორიები. შემუშავებულია  ქაცვის ზეთის  მოდელური სუპოზიტორიები კაკაოს ცხიმის და ვიტეპსოლ W35-ის ფუძეებზე.    წარმოდგენილი  სუპოზიტორიები სტანდარტიზებულია კაროტინოიდების ჯამით  - 0,66 -0,75 მგ/სუპ. ( β -კაროტინზე გადაანგარიშებით).  ქაცვის ზეთის 0,3 გ ვაგინალური  სუპოზიტორიებიდან კაროტინოიდების in vitro  გამოთავისუფლების პროფილის  შედარებით ნაჩვენებია, რომ  ორივე ფუძეზე მომზადებულ ნიმუშებს ახასიათებს პროლონგირებული  გამოთავისუფლება,  ამასთან  პროცესი უფრო ინტენსიურიად მიმდინარეობს დიფილურ  ფუძეზე  (ვიტეპსოლი W 35), რომელიც რეკომენდებულია ძირითად სუპოზიტორიულ ფუძედ ქაცვის ზეთის სუპოზიტორიებისათვის. სუპოზიტორიებში იდენტიფიცირებულია ქაცვის ზეთის წამყვანი  ცხიმოვანი მჟავები -  პალმიტინის, ოლეინის და სტეარინის. განსაზღვრულია სუპოზიტორიების ფიზიკურ - ქიმიური და სტრუქტურულ-მექანიკური მაჩვენებლები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.