კანის ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების პროგრესიისა და რეციდივის რისკის მოლეკულური მახასიათებლების პრობლემური საკითხები

ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა მოლეკულური მარკერები

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
October 18, 2022

ჩამოტვირთვები

კანის არამელანომური სიმსივნეები წარმოადგენს საკმაოდ ხშირ სიმსივნურ პათოლოგიას. განსაკუთრებით მაღალი ავთვისებიანობით ხასიათდება კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, რომელსაც ახასიათებს მაღალი მეტასტაზირების უნარი. თუმცა ასევე ნაჩვენებია, რომ კანის ბაზალურ კარცინომის მქონე პაციენტებში გაზრდილია კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარების რისკი. აღნიშნული სიმსივნეების მოლეკულური ფენოტიპი, ისევე როგორც პროგრესიის მარკერები კარგად შესწავლილი არაა. ასევე არ არსებობს ერთგვაროვანი მოსაზრება ამ სიმსივნეების წარმოშობის შესახებ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ორივე აღნიშნულ სიმსივნეეს გააჩნია საერთო წინამორბედი ბაზალური უჯრედი, კერძოდ, ბაზალურ უჯრედოვან კარცინომას კანის დანამატების ბაზალური ურჯედები, ხოლო ბრტყელუჯრედოვან კარცინომას ეპიდერმისის ბაზალური უჯრედები. სადღეისოდ არსებულ ლიტერატურაში არსებობს მხოლოდ მწირი და ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები კანის არამელანომური სიმსივნეების მოლეკულური მარკერებისა და მათი პროგრესიის რისკის შესახებ. გარდა ამისა არ არის შესწავლილი კორელაციური კავშირი კანის ალამერანომური სიმსივნეების დერმოსკოპიულ მონაცემებსა და ჰისტოპათოლოგიურ მახასიათებლებს შორის.  ჩვენს მიერ წარმოდგენილ სადოქტორო კვლევის პროგრამაში დეტალურად იქნება შესწავლილი კანის არამელანომური სიმსივნეების,  კანის ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მოლეკულური მახასიათებლები, კერძოდ აღნიშნული სიმსივნეების პროგრესიის და რეციდივის რისკის მარკერები.  ასევე შესწავლილი იქნება დერმოსკოპიულ და ჰისტოპათოლოგიურ მონაცემებს შორის კორელაციური კავშირები. ამიტომ მნიშვნელოვანია ბაზალური უჯრედების ფენოტიპური თავისებურებების შესწავლა და მათი მოლეკულური მახასიათებლების გამოყენება აღნიშნულ დაავადებათა რეციდივისა და პროგრესიის რისკის შესაფასებლად.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.