ნიკოლოზ ჩერნიშევსკის რომანის „რა ვაკეთოთ?!“ გამოძახილი ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში

ჩერნიშევსკი „რა ვაკეთოთ?!“ ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“ „ოთარაანთ ქვრივი“ ავადმყოფი და ჯანსაღი ნიადაგი შრომა (პრაგმატული და ალტრუისტული) აკაკი ყაზბეგი კეთილშობილი იდეები ვამპირი მკითხველის ხელში

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
ივნისი 29, 2024

ჩამოტვირთვები

ნიკოლოზ ჩერნიშევსკიმ თავისი ესთეტიკით და რომანით „რა ვაკეთოთ?!“ გამორჩეული კვალი დატოვა ქართველ სამოციანელებზე. რომანის არა მარტო იდეები, სახეებიც აირეკლა ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“, „კაცია ადამიანში?!“ და „ოთარაანთ ქვრივში“. ასევე, ამ რომანის გამოძახილს ვხვდებით აკაკი წერეთლის „სიყვარულში“ და ალ. ყაზბეგის „დავითის სახლობაში“. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა „დავითის სახლობა“. ამ პიესაში საინტერესო, მაგრამ ცბიერი და საბოლოოდ მონანიე პერსონაჟი ჩერნიშევსკის „რა ვაკეთოთს?!“ უტოპიური იდეების საშუალებით აცდუნებს და ღუპავს ახალგაზრდა, ობოლ გოგონას. ჩანს, ამ ეპოქის ადამიანები, მაინც სახიფათოდ თვლიდნენ ჩერნიშევსკის მიერ ქალთა საკითხის დასმას, რადგან მათი აზრით ქალთა ემანსიპაციისათვის ჯერ ცხოვრება არ იყო მომზადებული.

მსგავსი სტატიები

<< < 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.