უბედური შემთხვევების რისკის ფაქტორების კლასიფიკატორის დანერგვა, მისი ინფორმაციული კონტროლის და მასზე რეაგირების ელემენტები სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში

ავტორები

სახელმწიფოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება პირდაპირ ასახვას პოვებს სახელმწიფოს სტაბილური განვითარების პროცესზე. იგი პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოში შრომისა და ბრძოლის უნარიანი მოსახლეობის შენარჩუნებას, უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შექმნა-შენარჩუნებას, რაც ამ დარგს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესი დარგის სტატუსს სძენს. სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გამომდინარე დღენიადაგ ცდილობს  უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნა-გაუმჯობესებას. აღნიშნული კვლევაც, უცხოური გამოცდილების გაზიარებასა და საკუთარი სახელმწიფოს კანონმდებლობის პატივისცემას ემსახურება. უბედური შემთხვევების რისკის ფაქტორებთან დაკავშირებით ინფორმაციული უზრუნველყოფის, შრომის უსაფრთხოების კუთხით ვითარებისა და რისკების შეფასების პროცესების დანერგვა, სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში შრომის უსაფრთხოების პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.