განსხვავებული პოლიმერული კომპოზიციების ფაზური ინვერსიის და მემბრანული დაყოფის პროცესების კვლევა

მემბრანა პეს პეგ 400 ბინოდალი წარმადობა

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
May 29, 2026

ჩამოტვირთვები

გამოკვლეულია 13%-იანი პოლიეთერსულფონის(პეს) მიკროფილტრაციული მემბრანების ფაზური ინვერსიით მიღების პროცესი გამხსნელად დმფ- ის(დიმეთილფორმამიდი) და დანამატად განსხვავებული მასური პროცენტით პეგ400 (პოლიეთილენგლიკოლი) გამოყენების შემთხვევაში. შესწავლილია დასასხმელ კომპოზიციურ ხსნარებში ნაწილაკების ზომების ინტენსივობა და იწ სპექტრები. კომპოზიციების ინვერსია ჩატარებულია 30-ზე და 50-ზე.დადგენილია საკოაგულაციო აბაზანის ტემპერატურის გავლენა განსხვავებული რაოდენობით პეგ-ის შემცველი ხსნარებიდან გამოლექილი მემბრანების მახასიათებლებზე. ჩატარებულია მემბრანების ტესტირება. ასევე მასკანირებელი ზონდური მიკროსკოპით შესწავლილია მიღებული მემბრანების ზედაპირული მორფოლოგია. ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ ერთნაირი შედგენილობის ხსნარებიდან 50-ზე ტემპერატურაზე გამოლექილ მემბრანებს გააჩნიათ უფრო მაღალი წარმადობა და ფორის ზომა ვიდრე 30-ზე გამოლექილ მემბრანებს. აგებულია ბინოდალური მრუდები სისტემის ფაზური ინვერსიის ჩატარებისას 30-ზე და 50-ზე.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.