2.5 სოციალური მეცნიერებები

ხანდაზმულობის ინსტიტუტი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის გარანტად: სამოქალაქო სამართალწარმოების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

არასრულწლოვანი ხანდაზმულობა საუკეთესო ინტერესები უფლებები კანონიერი წარმომადგენელი

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
мая 15, 2025

ჩამოტვირთვები

წინამდებარე კვლევა სისტემურად აანალიზებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, როგორც სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობის ძირითად გარანტს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვის კონტექსტში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საკითხს შეზღუდულქმედუნარიანი პირებისათვის კანონიერ წარმომადგენელთა დანიშვნამდე ან სრულწლოვანების მიღწევამდე, თუმცა არსებული ნორმატული რეგულირება თავისი არსით ვერ უზრუნველყოფს შვიდ წლამდე ასაკის იმ ქმედუუნარო ბავშვების უფლებების სრულფასოვან დაცვას, რომლებიც მშობლების მზრუნველობას მოკლებულნი არიან და რომელთათვისაც ჯერ არ არის დანიშნული კანონიერი წარმომადგენელი. აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი საჭიროებს დამატებით კვლევასა და ნორმატიული ბაზის სრულყოფას ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

 საყურადღებოა კანონიერი წარმომადგენლის როლიც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის კუთხით. კვლევის ფარგლებში ჩატარებული ემპირიული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას კანონიერ წარმომადგენელთა უფლება-მოვალეობების შესახებ. განსაკუთრებით დაბალია საზოგადოებრივი ცნობიერება ხანდაზმულობის როლზე, როგორც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის ერთ-ერთ გარანტიაზე. კვლევაში ასევე კრიტიკულად არის გაანალიზებული სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი ნორმები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა. ნაშრომის საბოლოო მიზანია ისეთი რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ არასრულწლოვანთა სამოქალაქო საპროცესო უფლებების დაცვის მექანიზმებს.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.