ღეროვან უჯრედებში ძველი ცენტრიოლების შერჩევითი დაგროვება - ორგანიზმის დაბერების მთავარი მიზეზია?

ცენტრიოლი დიფერენციაცია რეგენერაცია ორგანიზმის დაბერება ღეროვანი უჯრედები

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
сентября 26, 2023

ჩამოტვირთვები

მრავალუჯრედიან ორგანიზმში ყველა ძველი მოლეკულა, სტრუქტურა (გარდა ცენტრიოლისა), უჯრედი ექვემდებარება განადგურებას და ახალი მოლეკულით, სტრუქტურით, უჯრედით ჩანაცვლებით. მოლეკულების და სტრუქტურების პერიოდულად ახალით ჩანაცვლებიც პტოცესს რეპარაცია ჰქვია, ხოლო უჯრედების კი რეგენერაცია. რეპარაცია და რეგენერაცია ჩანაცვლება ხდება მაშინაც კი, თუ მოლეკულები, სტრუქტურები ან უჯრედები იდეალურ მდგომარეობაშია. რაც უფრო ადრე ანადგურებს ორგანიზმი გარკვეული დროის წინ წარმოქმნილ უჯრედებს და ჩაანაცვლებს მათ ახალით მით უფრო მაღალია რეგენერაციის ტემპი და მით უფრო ახალგაზრდაა ორგანიზმი. დედობრივი ღეროვანი უჯრედის ასიმეტრიული დაყოფისას წარმოქმნება ერთი დედობრივის მსგავსი შვილობილი უჯრედი და მეორე შვილობილი უჯრედი, რომელიც დიფერენცირების გზას ადგება. ასეთი ტიპის ასიმეტრიული დაყოფის და მიუხედავად, რომელიც იმდენივე ღეოროვან უჯრედს აბრუნებს, რამდენსაც ხარჯავს, ღეროვანი უჯრედების რაოდენობა დროთა განმავლობაში მცირდება. მეტიც, ღეროვანი უჯრედების დაყოფას შორის ინტერვალები იზრდება. ამ ორი პროცესის ერთობლიობა იწვევს რეგენერაციის ტემპის დაქვეითებას და ორგანიზმის დაბერებას. ღეროვანი უჯრედების ასიმეტრიული დაყოფის დროს შვილობილი უჯრედები, რომლებსაც ერგებათ ღეროვანი უჯრედის პოტენციალის შენარჩუნება, ასევე ერგებათ დედა (უძველესი) ცენტრიოლებს. ბირთვული დნმ-ის მოლეკულებისგან განსხვავებით, რეპარაციები არ ხდება ცენტრიოლებიც. რადგან ცენტრიოლი ერთადერტი სტრუქტურაა, რომელის რეპარაციაც არ ხდება, უძველესი ცენტრიოლები მეტად უნდა ექვემდებარებოდნენ განადგურებას, ვიდრე უჯრედის სხვა (რეპარირებადი) სტრუქტურები. უჯრედი და ორგანიზმი ყველგან ახერტხებს ჭეეწინააღმდეგოს ენტროპიას, გარდა ცენტრიოლებისა, რომელტა ფუნქცია ჯერ არაა ბოლომდე დადგენილი - რაც ცენტრიოლებს ორგანიზმის დაბერების მთავარ სტრუქტურად აქცევს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.