2. სოციალური მეცნიერებები

მედიის გავლენა სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესებზე საქართველოსა და ამერიკაში

მედია ხელოვნება კულტურა ლიტერატურა დისკურსული მრავალფეროვნება

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
May 25, 2024

ჩამოტვირთვები

,,ვისაც ცხოვრებაში ბედნიერება და სიახლის გაგება სურს, მან აუცილებლად უნდა იკითხოს გაზეთი“!-ეს მოსაზრება გაჩნდა 1609 წელს გერმანიაში პირველი გაზეთის გამოცემისას. ინფორმაციულ საზოგადოებას განვითარების სწრაფი ტემპი და მუდმივი ცვლილება ახასიათებს. სწორედ ამ ცვლილებების გამო, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე დამყარებული ნაშრომები დიდხანს ვერ ინარჩუნებს საჭირო აქტუალობას. ჩატარებული კვლევების სინთეზი, როგორც უახლეს მაგალითებზე, ასევე ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით ავლენს იმ საერთო მახასიათებლებს,  რომლებიც მუდმივი სახესხვაობის მიუხედავად, დროის გარკვეულ მონაკვეთში ნარჩუნდება და არ განიცდის არსებით ცვლილებას. წინამდებარე სტატიის მიზანია, კულტურის მედიის, ამ შემთხვევაში პრესაში კულტურის საკითხების გაშუქებისას, ბეჭდური მედიის, როგორც სიტყვის თავისუფლების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორის როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში და მედიის გავლენის ჩვენება სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესზე საქართველოსა და ამერიკაში-ჟურნალების- ,,თეატრი“, ,,არილი“, ,,ARTFORUM” -ისა და ,,Art in America”-ს მაგალითზე.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.