2. სოციალური მეცნიერებები

სოციალური რეკლამა, როგორც საზოგადოებრივი და სამეცნიერო-კვლევითი რეფლექსიის ფენომენი

ავტორები

თანამედროვე სამყარო გამუდმებით იცვლება, განსაკუთრებით - პოსტინდუსტრიულ პერიოდში. მნიშვნელოვანი გარდაქმნების ფონზე არც სოციალური ლანდშაფტი რჩება უცვლელი. საზოგადოება, ტექნოლოგიური პროგრესის ფეხდაფეხ, ახალ გარემოსთან დაუსრულებელი ინტეგრაციის პროცესშია. სოციუმის დიდ ნაწილს გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება ხშირად უძნელდება, რაც ახალი სოციალური პრობლემის საფუძველი ხდება. სოციალური პრობლემები საზოგადოების განვითარების გზაზე მნიშვნელოვან შემაფერხებელ და ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება. ის, თავისი არსით, საზოგადოა და ხშირად ლოკალურ მასშტაბებსაც სცილდება. განვითარებული საზოგადოება ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტური საყრდენია. ამ რგოლის განსაკუთრებული მობილიზება ქვეყნის შემდგომი პროგრესისათვის შეუცვლელი წინაპირობაა. მედია საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მას აქვს უნარი, შეცვალოს და დაამკვიდროს ახალი სტანდარტები საზოგადოებაში, შექმნას მყარი საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის. სოციალური პრობლემების მედიაპრეზენტაცია სოციალური რეკლამების დახმარებითაა შესაძლებელი. ესაა რეკლამის „კეთილშობილი“ ფორმა, რომელიც უკეთესი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ყველა ღონეს მიმართავს. სტატიის მიზანია, ლოკალურ და გლობალურ დონეზე მიმოიხილოს სოციალური რეკლამის შესახებ არსებული სამეცნიერო გამოცდილება. გამოკვეთოს თემის სუსტად შესწავლილი ან ჯერ ისევ გამოუკვლეველი ასპექტები. თემის შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება, მით უფრო, ლოკალურ დონეზე. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით სამეცნიერო დისკუსიების გააქტიურება, რათა საკითხისადმი არათუ მოდუნდეს ყურადღება, არამედ უფრო გაძლიერდეს.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.