2. სოციალური მეცნიერებები

დოკუმენტალისტიკის ჟანრობრივი თავისებურებები (თეორიული ასპექტები)

მედია მასკომუნიკაცია დოკუმენტალისტიკა

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
მაისი 3, 2024

ჩამოტვირთვები

ფილმი მოძრაობის ილუზიაა, რომელსაც ქაღალდის ან ცელულოიდის ზოლზე ზუსტი მიმდევრობით განლაგებული გამოსახულების ცვლილება ქმნის. ეს მარტივი მიგნება დღეს საკმაოდ კომპლექსური და გავლენიანი ჟანრის, დოკუმენტალისტიკის დასაბამია. ორი საუკუნის წინ შექმნილი ვიზუალური თხრობის სტილი დროთა განმავლობაში იცვლიდა ფუნქციას. თავდაპირველად თუ მხოლოდ გართობის, სიახლის გაგებისა და შემეცნების მიზნით იქნებოდა, გასულ საუკუნეში გაცილებით დიდი დატვირთვა შეიძინა და მასაზე ზემოქმედების ძლიერ იარაღადაც იქცა. დღეს დოკუმენტური კინო ცოდნასთან, დამაჯერებლობასთან და სანდოობასთან ასოცირდება. რეალობასთან ახლოს მდგარი ეს ჟანრი აუდიტორიისათვის პრობლემის წამოჭრის, საკითხის გადააზრებისა და განათლების მნიშვნელოვანი მედიუმია. რა შინაარსობრივი თუ აუდიოვიზუალური მახასიათებლებით ახერხებს დოკუმენტალისტიკა საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნოს მაყურებლის ნდობა, უახლესი მედიატენდენციებისთვის ფეხის აწყობის პარალელურად კი, არ დაკარგოს თავისი ავთენტური სახე და უპირატესობები. სწორედ მოცემულ კითხვებზე პასუხის ძიებაში იკვეთება მთავარი პრინციპი - დოკუმენტური ფილმის წარმატება მაყურებლის გონებაში მისი შემადგენელი ელემენტების თანმიმდევრულობაზეა დამოკიდებული. შინაარსის შესაბამისი ვიზუალური სურათებისა და ხმის კომბინირებული ეფექტი მყისიერია. ასეთი ლოგიკურად ცვალებადი გამოსახვის საშუალებებით, დოკუმენტური კინო აუდიტორიის აღქმის უფრო დიდ სიღრმეებს აღწევს, ვიდრე სხვა გამოხატვის საშუალება.   (Rotha, Documentary Film, 1952)

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.