გარემოს მავნე ფაქტორთა გავლენა მხედველობის სისტემაზე

მხედველობის სისტემა ოფთალმოლოგია გარემო ფაქტორები დაბინძურება ეკოლოგია ჰიგიენა კლიმატი

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
აპრილი 29, 2023

ჩამოტვირთვები

კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედება ჯანმრთელობაზე მრავალ პათოლოგიას მოიცავს. მხედველობის სისტემაზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების მრავალი გზა არსებობს, მათ შორის, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება რქოვანაზე, ბროლზე, ბადურაზე და კატარაქტის, გლაუკომის, უვეალური მელანომის, ფოტოკერატიტისა და სხვათა განვითარება. კატარაქტის განვითარებას, ასევე, ინფრაწითელი გამოსხივება იწვევს. აღნიშნული ორივე ტიპის გამოსხივების შემთხვევაში პათოგენეზურ მექანიზმად ოქსიდაციური სტრესის განვითარება, ან მისგან დამცავი მექანიზმის მოშლა მოიაზრება. მხედველობის სისტემაზე, ასევე, გავლენას ახდენს მტვერი, ჰაერის დაბინძურება, აქტიური და პასიური მწეველობა, კლიმატის სხვადასხვა პარამეტრის (მათ შორის, ნალექიანობის, ტემპერატურის, ტენიანობის, ალბედოს) ცვლილება. პრობლემათაგან თავის ასარიდებლად აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ მხედველობის სისტემის ჰიგიენას, რაც შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენებას, დაბინძურებული თვალების დროულ გაწმენდას, მშრალი თვალის სინდრომის მოვლას, კონტაქტური ლინზების სწორ გამოყენებასა და სხვ. გულისხმობს. ნახშირბადის გარემოში გამოყოფა გრძელვადიან უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ძირითადად ტემპერატურის მატებისა და უკანასკნელის მიერ გამოწვეული პრობლემების გამო. ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ინსტრუმენტები და აღჭურვილობა ხელს უწყობს კლინიკური და არაკლინიკური ნარჩენების მასობრივ წარმოქმნასა და ნახშირბადის დიდი რაოდენობით გამოყოფას. ოფთალმოქირურგიული მანიპულაციები (მათ შორის, კატარაქტის ოპერაციები) მსოფლიოში ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებლით ხასიათდება. ეს კატარაქტის ოპერაციებს ნახშირბადის გამოყოფის შემცირების აშკარა სამიზნე რგოლად აქცევს. აღნიშნულთა გამო, მნიშვნელოვანია, პრაქტიკაში დავნერგოთ თანამედროვე მედიცინაში მოწოდებული „The 5 R“ პრინციპი, რომელიც გულისხმობს შემცირებას, ხელახალ გამოყენებას, გადამუშავებას, გადახედვასა  და კვლევას (Reduce, Reuse, Recycle, Rethink and Research). მნიშვნელოვანია ყოველივე აღნიშნულის გააზრება და ყოველდღიურ ცხოვრებაში გათვალისწინება როგორც რიგითი ინდივიდების, ისე ოფთალმოლოგებისა და ჯანდაცვის მენეჯერების მიერ.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.