ვაშლის (Malus domestica Borch) ინტროდუცირებული ჯიშის „ჩელენჯერი“ დახასიათება

ჯიში ყვავილი ნაყოფი ვეგეტაცია მოსავალი

ავტორები

  • ზვიად ბობოქაშვილი სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, თბილისი, საქართველო, Georgia
  • ელენე მაღლაკელიძე სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, თბილისი, საქართველო, Georgia
  • ვაჟა კვალიაშვილი სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, თბილისი, საქართველო, Georgia
  • ვანო კაკაშვილი სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, თბილისი, საქართველო, Georgia
  • ლაშა ციგრიაშვილი სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, თბილისი, საქართველო, Georgia
  • მარიკა ვახტანგაშვილი სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, თბილისი, საქართველო, Georgia
ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
June 28, 2024

ჩამოტვირთვები

სტატიაში წარმოდგენილია ვაშლის ინტროდუცირებული ჯიშის "ჩელენჯერი", ბიოლოგიური და სამეურნეო მახასიათებლების კვლევის შედეგები. ჯიშის შესწავლა ჩატარდა საქართველოს მეხილეობის ერთ-ერთ წამყვან რეგიონში, ქართლში (სოფ. ჯიღაურა, მცხეთის მუნციპალიტეტი-საგურამო), სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის მიერ, 2020-2023 წლებში. კვლევა ითვალისწინებდა ჯიშის კომპლექსურ შესწავლას შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: მცენარის და ნაყოფის პომოლოგიური აღწერა, განვითარების ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობის კალენდარული ვადების განსაზღვრა, სიმწიფის პერიოდის დადგენა, დაავადებების მიმართ გამძლეობის შეფასება, ნაყოფის მექანიკური და ბიოქიმიური მონაცემების ანალიზი, მოსავლიანობის და  პროდუქტიულობის  აღრიცხვა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯიში "ჩელენჯერი" მიეკუთვნება ვაშლის ზამთრის პერიოდის სიმწიფის ჯიშების  ჯგუფს და ხასიათდება მთელი რიგი დადებითი თვისებებით, კერძოდ, ნაყოფების მაღალი ხარისხით, უხვი მოსავლიანობით და ზოგიერთი დაავადების მიმართ ტოლერანტობით. აღნიშნული მახასიათებლების მიხედვით, ჯიშს ეძლევა რეკომენდაცია გასაშენებლად საქართველოს  მეხილეობის წამყვან რეგიონებში - შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და ქვემო ქართლი.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.