ეპითელური-მეზენქიმული ტრანსფორმაციის მასახიათებლების შედარებითი ანალიზი ძუძუს HER2 პოზიტიური მოლეკულური ქვეტიპის ინვაზიური სადინროვანი კარცინომის პირველად კერას, სიმსივნურ ‘’ბადებსა’’ და მეტასტაზურ ლიმფურ კვანძებში

ავტორები

ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს გამოავლინოს EMT-ის ფენოტიპური ჰეტეროგენობა სიმსივნის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სიმსივნის პირველად კერაში, სიმსივნის "ბადებსა" და მეტასტაზურ ლიმფურ კვანძებში HER2-ით გამდიდრებულ ძუძუს კიბოს მოლეკულურ ტიპსი. შესწავილია EMT მარკერების ექსპრესია, მათ შორის E-cadherin, Beta-cathenin და vimentin და გამოვლინდა ექსპრესიის მნიშვნელოვანი სახესხვაობები. EMT-ის არსებობა სიმსივნის ძირითად კერასა და სიმსივნურ "ბადებში" დაკავშირებული იყო უფრო ცუდ კლინიკურ გამოსავალათან. გარდა ამისა, TIL-ების არსებობა და შემადგენლობა იცვლებოდა სიმსივნის უბნებს შორის და კორელაციაში იყო EMT მარკერების ექსპრესიასთან. დასკვნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ რომ EMT არის ჰეტეროგენული პროცესი და რომ EMT-ის არსებობას სიმსივნის სხვადასხვა ადგილას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული კლინიკური გავლენა HER2-დადებითი სარძევე ჯირკვლის კიბოსთვის. EMT და TIL-ებთან დაკავშირებული ბიომარკერების იდენტიფიკაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს დამიზნებითი თერაპიების შემუშავებას და გააუმჯობესოს HER2-დადებითი ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვის პერსონალიზირებული მკურნალობა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.