მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა და ილია ოქრომჭედლიშვილი
ჩამოტვირთვები
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია მოსკოვის აღმოსავლური ენების ლაზარევის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მუშაობა. ამავე დროს გაანალიზებულია ილია ოქრომჭედლიშვილის ღვაწლი ქართული ეროვნული კულტურის განვითარებაში. მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი დაარსდა 1815 წლის 10 მაისს. ამ სასწავლებლის დამფუძნებლები იყვნენ მდიდარი და გავლენიანი ოჯახის წევრები ძმები ივანე და ეკომ ლაზარე ლაზარიანები. ლაზარევის ინსტიტუტში აღმოსავლურ ენებთან (სომხური, არაბული, სპარსული, თურქული...) ერთად ისწავლებოდა ქართული ენა . მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ასწავლიდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: მიხეილ გურგენიძე, პეტრე ნაკაშიძე, ილია ოქრომჭედლიშვილი და ალექსანდრე ხახანაშვილი. 1871 წელს ლაზარევის ინსტიტუტში დაარსდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა. ამ კათედრის მუშაობაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ილია ოქრომჭედლიშვილს. მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებამ მეცნიერული ხასიათი მიიღო. ინსტიტუტის სასწავლო გეგმის მიხედვით, სპეციალურ კლასებში, სხვა ენებთან შედარებით, ქართულ ენას, მართალია, ნაკლები საათები ჰქონდა დათმობილი, მაგრამ მისი სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობდა. ილია ოქრომჭედლიშვილის მიერ შედგენილი პროგრამით სტუდენტები არა მარტო ქართულ ენასა და ლიტერატურას სწავლობდნენ, არამედ ეცნობოდნენ საქართველოს კულტურას, ისტორიას, გარკვეული წარმოდგენა ეძლეოდათ ქართული ენის ბუნების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ილია ოქრომჭედლიშვილი მოსკოვში მოღვაწეობდა, თავისი ქველმოქმედებითა და მატერიალური დახმარებით ხელს უწყობდა ქართული ეროვნული კულტურის აღორძინება-განვითარებას. ის ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტიდან მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან. ეს პირადი სიახლოვე გაგრძელდა ილია ჭავჭავაძის სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც. ილია ოქრომჭედლიშვილის შემდეგ, 1889 წლიდან ალექსანდრე ხახანაშვილმა ჩაიბარა მოსკოვის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის ქართული ენის განყოფილება და ღირსეულად განაგრძო თავისი მასწავლებლის მოღვაწეობა. 1912 წელს ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალების შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა მთლიანად დაიხურა, როგორც ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში, ასევე მოსკოვის უნივერსიტეტში. მოსკოვის აღმოსავლური ენების ლაზარევის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა რამდენიმე წლის განმავლობაში ერთგულად და დიდი შემართებით ემსახურებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას. აქ მოღვაწე ქართველები აქტიურად იყვნენ ჩართული ქართული კულტურის მოვლა -პატრონობაში და თავისი საქმიანობით ყოველთვის ეხმიანებოდნენ იმ პროცესებს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში მიმდინარეობდა.
Downloads
შ. გოზალიშვილი, ილია ოქრომჭედლიშვილი, თბილისი, 1976. გვ. 24-36.
იმედაშვილი, ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, ტ. I, თბილისი, 2018. გვ. 775.
მ. კობერიძე, ენობრივი სიტუაცია მოსკოვის აღმოსავლური ენების ლაზარიანთ ინსტიტუტში: ქართველური მემკვიდრეობა, XXV, ქუთაისი, 2021. გვ.164.
დავით ჩუბინაშვილის ავტოგრაფი: ლენინგრადის საოლქო სახელმწიფო ისტორიული არქივის უნივერსიტეტის ფონდი 14, საქმე 14745 ა. ფურცელი 104.
ილია ოქრომჭედლიშვილის თხოვნა: ლენინგრადის საოლქო სახელმწიფო არქივის უნივერსიტეტის ფონდი 14, ანაწერი 5, საქმე 1713, ფურცელი 2-11.
პ. ნაკაშიძის ბიოგრაფიული მასალები: მოსკოვის საოლქო ისტორიული არქივის ფონდი, # 213, ანაწერი 2, საქმე 186; ეს მასალები ჩამოტანილი იქნა შ. გოზალიშვილის მიერ, ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში, ი. ნაკაშიძის ფონდი 291.
ქ. მუშკუდიანი, ილია ოქრომჭედლიშვილის მოსაგონებლად: ცისკარი, #8, თბილისი, 1971. 128.
პ. ნაკაშიძე, სამგზავრო წერილები: საქართველოს მოამბე , ტ. 7, თბილისი, 1863. გვ. 41-50.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბილისი, 1984. გვ. 204, 302.
გაზეთი ,,შრომა“ , №6, ქუთ., 1981. გვ. 3-4.
ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. 10. თბილისი, 1961. გვ. 94-95.
А. Хаханов (Хаханашвии), Тридцатиление Специальных Классов Лазарского Института восточном языков, Москва, 1903. стр. 11.
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

