ადენომიოზის დროს არსებული ეუტოპიური და ექტოპიური ენდომეტრიუმის პროლიფერაციული მახასიათებლები AgNOR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით

ადენომიოზი AgNOR ეუტოპიური ენდომეტრიუმი ექტოპიური ენდომეტრიუმი

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
January 24, 2023

ჩამოტვირთვები

ადენომიოზი წარმოადგენს საშვილოსნოს კეთილთვისებიან დაზიანებას, რომელიც ხასიათდება მიომეტრიუმში ენდომეტრიუმის ჯირკვლებისა და სტრომის არსებობით და პათოლოგიური ზრდით. ადენომიოზის დროს მიომეტრიუმში პათოლოგიურად გაზრდილ ენდომეტრიულ ქსოვილს ეწოდება ექტოპიური ენდომეტრიუმი, ხოლო საშვილონოს ღრუში არსებულ ენდომეტრიულ ქსოვილს კი ეუტოპიური ენდომეტრიუმი.  ადენომიოზის მქონე ქალებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან, დისმენორეა, დისპარეუნია და უნაყოფობა, თუმცა ქალების ერთ-მესამედში დაზიანება მიმდინარეობს ასიმპტომურად. პერიმენოპაუზურ ქალებში ძლიერი სისხლდენის ან ტკივილის გამო ჩატარებული ჰისტერექტომიის შემდეგ ადენომიოზი ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ პათოლოგიას წარმოადგენს.  AgNOR გამოიყენება დამხმარე საშუალება უჯრედთა პროლიფერაციული აქტივობის შეფასებისათვის. გარკვეული ტიპის კვლევებით გამოვლენილია მისი ეფექტურობა სხვადასხვა კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირებაში ასევე ინტრაეპითური ნეოპლაზიური პროცესების ჰისტოლოგიური ხარისხის დადგენაში. Ჩვენი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ფორმალინში ფიქსირებულ და პარაფინში ჩაყალიბებულ საარქივო ბლოკებზე დიაგნოსტირებუი ადენომიოზის შემთხვევების დროს სარსებული ეუტოპიური და ექტოპიური ენდომეტრიუმის ასევე მათი სტრომისა და ნორმალური მიომეტრიუმის პროლიფერაციული აქტიობის შეფასება AgNOR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით. Შესწავლილ სისტემაში ეუტოპიური ენდომეტრიუმი - ბაზალური ენდომეტრიუმი - ექტოპიური ენდომეტრიუმის როგორც  ჯირკვლოვან ასევე სტრომულ კომპონენტში ყველაზე მაღალი პროლიფერაციული აქტივობა ვლინდება ექტოპიურ ენდომეტრიუმში, რის გამოც სავარაუდოდ იგი შეიძლება წარმოაგდგენდეს რისკს ნეოპლაზიების განვითარებისათვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.