ენდომეტრიუმის მეტაპლაზიების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AgNor ტექნოლოგიით

ავტორები

ენდომეტრიუმის მეტაპლაზია წარმოადგენს ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი სტრუქტურების გარდაქმნას სხვა ფუნქციურად და მორფოლოგიურად განსხვავებულ ქსოვილად. ენდომეტრიუმის მეტაპლაზიების არსებობა შესაძლებელია აღინიშნებოდეს  სხვა თანმდევი, როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი პათოლოგიის დროს. შესაბამისად ენდომეტრიული მეტაპლაზია გვხდება ცალკეული სახით ან სხვა ჰისტოპათოლოგიურ ცვლილებებთან ერთად. არჩევენ ენდომეტრიული მეტაპლაზიების სხვადასხვა ტიპს, რომელთაგან ყველაზე ხშირია ცილიარული მეტაპლაზია. სიმსივნის ბიოლოგიური ქცევისა და პროგნოზის დადგენა მეტად რთული პროცესია და მოითხოვს  სხვადასხვა ტექნოლოგიების, დახვეწილი და სპეციალიზებული ინსტრუმენტებისა თუ ტექნიკის გამოყენებას რაც ასევე დიაგნოსტიკურად არახარჯეფექტურია. AgNOR-ის შეღებვის ტექნიკა სწრაფი და მარტივი შესასრულებელია. ის შეიძლება შესრულდეს პარაფინში ჩაყალიბებულ ანათლებზე. ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა ენდომეტრიუმის მეტაპლაზიების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AgNor ტექნოლოგიით. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ მაქსიმალური პროლიფერაციული აქტივობა აღინიშნებოდა ენდომეტრიუმის უმწიფარ ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზიის შემთხვევებში. AgNOR-ის ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებული იქნაას რუტინულ დიაგნოსტიკურ პრაქტიკაში დამხმარე საშუალებად უჯრედების პროლიფერაციული აქტივობისა და შესაბამისად პროგნოზის განსაზღვრის მიზნით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.