ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტიზაციის პრობლემები (შემთხვევის კვლევები: საქართველო და ლიტვა)

ეროვნული საფრთხეები სექურითიზაცია ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველო ლიეტუვა ენერგო-იმპორტ დამოკიდებულება

ავტორები

ტომ. 3 No. 4 (2021)
სტატიები
декабря 21, 2021

ჩამოტვირთვები

მოცემული ნაშრომი ეხება ენერგო-იმპორტ დამოკიდებული ქვეყნების ეროვნული ინტერესების პრიორიტეტიზაციის პროცესის კვლევას. კერძოდ, ლიეტუვისა და საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიების ფორმირების პროცესებზე დაყრდნობით, იკვლევს იმ ურთიერთკავშირს რომელიც ყალიბდება მოცემული ქვეყნების მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებსა და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს შორის. მოცემული ქვეყნების შერჩევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ  ორივე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირება საბჭოთა კავშირის დაშლისა და სუვერენიტეტის მოპოვების შემდგომ, იდენტური  მახასიათებლებით ხდება. მოცემული შემთხევევების კვლევის მეშვეობით შესაძლებელი ხდება იმის გაანალიზება, თუ რა გავლენას ახდენენ საგარეო პოლიტიკური საფრთხეები ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. კვლევაში ასევე განხილულია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტიზაციაზე, რაც საშუალებას იძლევა პასუხი გაეცეს ნაშრომის მთავარ საკვლევ კითხვას თუ რა განაპირობებს სახელმწიფოს ქცევას  ეროვნული იდენტურობის შენარჩუნების გამართლებით,  გაატაროს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ნაკლებად რაციონალური პოლიტიკა. სექურითიზაციის კონცეფციის გამოყენებით, ნაშრომში ასევე ახსნილია თუ რა განაპირობებს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის მიზნით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებმაც თავის მხრივ შესაძლოა წარმოშვან ახალი ტიპის უსაფრთხოების გამოწვევები. აღნიშნული შემთხვევების ანალიზი კარგი შესაძლებლობაა იმის ასახსნელად თუ როგორ მოქმედებენ საგარეო პოლიტიკური საფრთხეები ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გადაწყვეტილებებზე, განაპირობებენ თუ არა მოცემული საფრთხეები ახალ ენერგეტიკულ გამოწვევებს  და რამდენად გამართლებულია სახელმწიფოსათვის ამგვარი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოება ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების მოტივით. ნაშრომში წარმოდგენილი კვლევის შედეგად დგინდება, რომ მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების გადმოსახედიდან ფორმირებული ენერგეტიკული პოლიტიკა შესაძლოა ვერ უზრუნველყოფდეს  ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების წარმატებით დაძლევას.

მსგავსი სტატიები

<< < 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.