სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით
ჩამოტვირთვები
სტატია თვისებრივ კვლევას - ექსპერტულ ინტერვიუს ემყარება. ექსპერტების სახით ინტერვიუში მონაწილეობა მიიღო 14 პროფესიონალმა საქართველოს საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო კონტექსტის მცოდნე შემდეგი სფეროებიდან: ფილოსოფია, განათლების მეცნიერება, სოციოლოგია, უმაღლესი განათლების მართვისა და მენეჯმენტის სფეროს ყოფილი და ახლანდელი წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც ქართველი საზოგადოება სხვადასხვა მედიის საშუალებით განათლების ექსპერტებად იცნობს. კვლევა თბილისში 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში ჩატარდა. ემპირიულ კვლევასთან ერთად გაანალიზებულ იქნა აკადემიური თავისუფლების შესახებ არსებული ძირითადი სამეცნიერო ლიტერატურა და სხვადასხვა მეორადი მონაცემი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უნივერსიტეტებს საქართველოში აკადემიური თავისუფლების მხრივ სერიოზული პროგრესი ჯერ კიდევ არ განუცდია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია უმაღლეს დონეზე იცავს აკადემიურ თავისუფლებას, ზოგადი სიტუაცია ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში – ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა, შრომითი უფლებების დაუცველობა, განათლებისა და მეცნიერების მწირი დაფინანსება – ხელსაყრელ პირობებს ვერ ქმნის უნივერსიტეტთა სათანადო განვითარებისთვის. შესაბამისად, აკადემიური თავისუფლების, როგორც საუნივერსიტეტო საქმიანობის ორგანიზების და ფუნდამენტური ღირებულების მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი ასპექტები დღემდე აქტუალურია ჩვენში. მათ შორისაა სტუდენტთა აკადემიური თავისუფლებაც. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება შეზღუდულია. ხოლო ის ფაქტორები, რომლებიც სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავს შრომის ბაზრის მოთხოვნები, სწავლასა და კვლევაში შეზღუდული თავისუფალი არჩევანი, უნივერსიტეტების მართვაში არსებული ხელოვნული ბარიერები, სტუდენტთა ინტერესების დამცავი მოძრაობებისა და ორგანიზაციების სისუსტე, აკადემიური თავისუფლების დასაცავად საჭირო გამოცდილების უქონლობა, კონფორმისტული კულტურა, ფავორიტიზმი, ზეწოლისა და კონტროლის ფარული მექანიზმები, ბიუროკრატიზმი და ა.შ. ყოველივე ეს ხელს უშლის სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების რეალიზაციას.
Downloads
დიუი ჯ. (2010). დემოკრატია და განათლება, თბ.
დვალი გ. (2012). კონცეფცია - აკადემიური თავისუფლება, ჟურნ. ლიბერალი, 26 ოქტომბერი.
ქეცბაია, კ. (2015). მეცნიერების სოციოლოგია, თბ. გამ. უნივერსალი.
ხოფერია, რ. (2021). აკადემიური თავისუფლება როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გერმანიის, აშშ-ის და საქართველოს მაგალითზე), საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი (სპეციალური გამოცემა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ბათუმი.
Altbach, G. (2001). Academic freedom: International realities and challenges, Center for International Higher Education, Boston College.
Bourdieu, P. (1988). Homo Academicus, Stanford, California.
Boyer, J W.( 2002). Academic Freedom and the Modern University, Chicago.
Dworkin, R. (1996). We Need a New Interpretation of Academic Freedom, Chicago.
Kayrooz, C. Akerlind S (2003), Understanding Academic Freedom: The views of social scientists, Higher Education Research & Development Vol. 22, No. 3, November.
Karran, T. (2009). Academic Freedom: In Justification of a Universal Ideal, Studies in Higher Education, Vol. 34, No. 2.
Karki, C.B. (2015). Academic Freedom for Faculty Members and Students, Oslo.
Keith, K. (1996). Faculty Attidudes Toward Academic Freedom: Tenure, Teaching and Re search Doctoral Dissertation, University of Southern California.
Haddon, A. (1987). Academic Freedom and Governance: A Call for Increased Dialogue and Diversity. Texas Law Review.
Kobakhidze, N, Samniashvili, L. (2022). Less USSR, more democracy please!” Hope and discontent in Georgia's quest for academic freedom, Including Special Issue on Academic Freedom in the Re‐Imagined Post‐Humboldtian Europe, Volume76, Issue3.
Guinness, K. (2002). The Concept of Academic Freedom. New York.
Manan, W. (2000). Academic Freedom: Ethical Implications and Civic Responsibilities. In The Universities’ Responsibilities to Society: International Perspectives, ed. Guy Neave, Kidlington: Elsevier Science.
Osieja, H. (2016). Academic Freedom: Foundations, Limitations and delimitations, 8th International Conference on Education and New Learning Technologies, 4-6 July,
Barcelona.
Sunstein, C.R. (1996). Academic freedom and law: Liberalism, speech codes, and related problems, Chicago.
Shiell, T.C. (2006). Three conceptions of academic freedom. Stanford University Press.
Tierney, G, Lechuga V. M. (2005). Academic Freedom in the 21st Century, National Education Association. Washington.
Tight, M. (1988). So what is academic freedom? In M. Tight (Eds.), Academic freedom and responsibility. Stony Stratford: Open University Press.
საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

