ვარდნის დროს სხეულის წონის ცვლილებაზე დაკვირვება პოტენციომეტრული სენსორით შექმნილი სისტემით

ავტორები

         სენსორები თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების აღრიცხვას და გარდაქმნას ციფრულ სიგნალებად. აღნიშნული კვლევის ფარგლებში შეიქმნა ინოვაციური SMART დინამომეტრი, რომელიც გამოიყენება სხეულის ვარდნის პროცესში წონის ცვლილების შესასწავლად. კვლევის მიზანი იყო ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც ზუსტად მოახდენდა ვარდნის პროცესში ძალების, აჩქარებისა და ჰაერის წინააღმდეგობის ზემოქმედების ანალიზს. SMART დინამომეტრი აგებულია პოტენციომეტრიულ სენსორზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ვარდნის პროცესის რაოდენობრივი მონაცემების მიღებას და მათი ვიზუალიზაციას. SMART დინამომეტრი შედგება ზამბარის, პოტენციომეტრის, მიკროკონტროლერისა და ბლუთუზის მოდულისაგან. პოტენციომეტრი გარდაქმნის ძალას ელექტრულ სიგნალად, რომელიც მიკროკონტროლერის დახმარებით დამუშავდება და ნიუტონებში გამოისახება. მონაცემები ვიზუალიზდება პროგრამა Visual Basic-ის მეშვეობით. გარკვეული სიმაღლიდან SMART დინამომეტრის ვარდნის შედეგად მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სხეული ინერციის გამო პირველ ეტაპზე ინარჩუნებს წონას, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ხდება წონის 0-ის ტოლი. ექსპერიმენტის შედეგების ვიზუალიზაცია  წარმატებით მოხდა გრაფიკული სახით. ამ კვლევამ აჩვენა, რომ SMART დინამომეტრის გამოყენება შესაძლებელია ფუნდამენტური და პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მისი ფართო გამოყენების პერსპექტივებს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.