ქრონიკული მორეციდივე ჰერპესული სტომატიტის კომპლექსურ მკურნალობაში პრეპარატ ლაზოლექსისა და ზოვირაქსის გამოყენების ეფექტურობის კლინიკო-იმუნოლოგიური შესწავლა

ჰერპესული სტომატიტი ლაზოლექსი

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
October 4, 2023

ჩამოტვირთვები

        დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში -საქართველოში გრძელდება ინტენსიური კვლევები ეკოლოგიურად სუფთა ენდემური მცენარეებისგან დამზადებული ახალი ნატურალური სამკურნალო პრეპარატების მოძიების. კომპანია „ივერია-ფარმაში” იკვლევენ სამამულო პრეპარატ „ლაზოლექს“ (ნედლ კაკლის პერიკარპიუმის ექსტრაქტს), რომელმაც უკვე გაიარა კლინიკამდელი ლაბორატორიული კვლევები და მიეწოდა კლინიცისტებს, როგორც ანტი ჰერპესული საშუალება. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ლაზოლექსის დადებითი იმუნოტროპული ეფექტი. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ შეგვესწავლა პრეპარატის ანტივირუსული და მისი იმუნომოდულირებადი მოქმედების ეფექტი კლინიკის პირობებში, კონკრეტულად ქრონიკული მორეციდივე ჰერპესული სტომატიტების დროს. გამოვლინდა, რომ პაციენტის იმუნური სისტემა დაკავშირებულია ჰერპესული პროცესის მიმდინარეობის სიმძიმესთან, ანუ - უფრო ძლიერი იმუნოსუპრესია ვლინდება გართულებული (მძიმე) ფორმის პაციენტებთან. პრეპარატმა გამოავლინა მისი ორმაგი მოქმედების ეფექტურობა პაციენტებში, როგორც ანტივირუსული თვისებებით, ასევე იმუნოტროპულობით. ზოვირაქსისა და ლაზოლექსის პარალელური კვლევების შედეგად დაფიქსირდა ორივე პრეპარატის მაღალი აქტივობა. თუმცა, გამოჩნდა, რომ ლაზოლექსის აღნიშნული თვისებები უფრო მეტად აუმჯობესებს პაციენტის მკურნალობის ხარისხს: ადგილობრივად ქსოვილის აქტიური რეგენერაცია, დაავადების გამწვავების პერიოდის შემცირება და რემისიის გახანგრძლივება. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე რეკომენდირებულია პრეპარატის აქტიური გამოყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.