3.6 საინჟინრო მეცნიერებები

რეგიონალური აგრო კლასტერის ლოგისტიკურ სისტემაში დაკვეთების „ზუსტად დროში“ მომსახურების და ოპტიმალური ზომის განსაზღვრა

რეგიონალური აგრო კლასტერი პროდუქციის მიწოდება გადაზიდვის ოპტიმალური მარშრუტი დაკვეთის ოპტიმალური ზომა მარაგის შენახვაზე დანახარჯები და ხარჯები

ავტორები

ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
March 11, 2024

ჩამოტვირთვები

განხილულია რეგიონალური აგრო კლასტერის ლოგისტიკურ სისტემაში ავტოსატრანსპორტო მომსახურებასთან  დაკავშირებული პროცესის მონაწილე მხარეების აგრო კლასტერის რეგიონალური საწყობები, ავტოტრანსპორტი, მომხმარებელები, შეთანხმებული და ეფექტური ფუნქციონირების მაგლითი. რის საილუსტრაციოდაც მოტანილია შეთანხმებული გრაფიკით მომხმარებელთან პროდუქციის მიწოდების ერთ-ერთი ვარიანტი და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი; გრაფების თეორიის გამოყენებით შედგენილია ქსელური გრაფიკი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სამუშაოების მთელი ციკლი, რაც სააჭიროა რეგიონალურ აგრო კლასტერში მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდების შეთანხმებული გრაფიკის შედგენის და „ზუსტად დროში“ სისტემით მუშაობისათვს; მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრისათვის გამოყენებულია მეცნიერული მიმართულება „მარაგების მართვა“; მოცემულია პროდუქციის გადაზიდვის ოპტიმალური მარშრუტის განსაზღვრის მაგალითი, სადაც ხდება განსაზღვრა თუ რომელი ვარიანტი უნდა იქნას არჩეული; არჩევის მართებულობის შედამოწმებლად დასმული ამოცანა გადაწყვეტილია მათემეტიკური მეთოდით, სადაც რაციონალური მარშრუტის შედგენის ამოცანა მინიმიზაციის  ფორმულით დადის წრფივი პროგრამირების ამოცანაზე. მიწოდების მართვაში დაკვეთის ოპტიმალური ზომის- (დოზ) განსაზრვრისათვის მოტანილია  უილსონის ფორმულა; გაანალიზებულია სხვადასხვა შრომები, სადაც განხილულია დაკვეთის ოპტიმალური ზომის  ანგარიშის მეთოდები და  გამოყენების პრაქტიკა; განხილულია პროდუქციის შენახვაზე დანახარჯების ფორმირების და შენახვაზე მოსული ხარჯების რაობა, რაც მოიცავს: ა)  განსაზღვრულ პერიოდში მარაგში პროდუქციის ერთეულის შენახვაზე და მოვლაზე მუდმივი დანახარჯების და იმავე პერიოდში პროდუქციის ერთეულის შენახვაზე და მოვლაზე მუდმივი ხარჯების სიდიდის ანგარიშის; ბ) განსახილველ პერიოდში პროდუქციის ერთეულის ცვლადი დანახარჯებს, რომელიც დაკავშირებულია მარაგების მომსახურების მიმდინარე ხარჯებთან (კონტროლი, აღრიცხვა, და.ა.შ.). მაგალითის სახით განხილულია სასაწყობო ფართის გამოყენების ვარიანტები, მარაგების მოქნილი მართვის და „ფიქსირებული“ მარაგების მართვის სახით. დოზის გაანგარიშებისას სატრანსპორტო ხარჯების გათვალისწინება, ლოგისტიკური ფუნქციების შესრულებაზე ხარჯების ოპტიმიზაცია,  და აგრო კლასტერში განსაზღვრული პროდუქცით მომხმარებელთა მომარაგების  ფუნქცია შეესაბამება რეგიონალური აგრო კლასტერის ლოგისტიკურ სისტემის ეფექტური ფუნქციონირების თანამედროვე მიდგომას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.