კვანტური სისტემების დეტალური ანალიზი და ხარისხის კონტროლის მნიშვნელობა
Загрузки
ნაშრომში განხილულია კვანტური სისტემების დეტალური ანალიზისა და ხარისხის კონტროლის მნიშვნელობა თანამედროვე კვანტურ ტექნოლოგიებში. ყურადღება გამახვილებულია კვანტური ტესტირების და კვანტური დონის სკანირების მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება კუბიტების მდგომარეობის მონიტორინგის, ენერგეტიკული დონეების განსაზღვრისა და კვანტური სისტემების ოპტიმიზაციისათვის. განხილულია კვანტური ფიზიკის ფუნდამენტური პრინციპები- სუპერპოზიცია, კვანტური ჩახლართულობა და ენერგეტიკული დისკრეტულობა. ნაშრომში წარმოდგენილია სიმკვრივის მატრიცის, ფიდელობის ფუნქციისა და ჰამილტონიანის გამოყენება კვანტური მდგომარეობების ანალიზში. ასევე განხილულია სპექტროსკოპიული მეთოდები, ჯოზეფსონის კვანძზე დაფუძნებული სენსორები და მრავალკუბიტიანი სისტემების კონტროლის პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დეკორენციის, ხმაურისა და ტემპერატურული არასტაბილურობის შემცირებას. ნაშრომი აჩვენებს, რომ კვანტური ტესტირების და სკანირების სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კვანტური კომპიუტერების, კვანტური კომუნიკაციებისა და სენსორული ტექნოლოგიების განვითარებაში.
ნაშრომში განხილულია კვანტური სისტემების ანალიზის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, ფიდელობის ფუნქციისა და ჰამილტონიანის როლი კვანტური მდგომარეობების შეფასებაში, აგრეთვე ხარისხის კონტროლის მექანიზმები და კვანტური ტესტირების და კვანტური დონის სკანირების სისტემების თეორიული და ტექნოლოგიური საფუძვლები, მათი მნიშვნელობის შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი.
Скачивания
Chapeau-Blondeau, François. Quantum Information and Quantum Signal Processing. Springer Nature Switzerland AG; 2026; ISBN-13: 9783032274984;
UAK: 004.38; 530.145
Bergou, János A.; Hillery, Mark; Saffman, Mark.Quantum Information Processing: Theory and Implementation. Springer; 2021/2022; ISBN-13: 9783030754358; ISBN-10: 3030754359; UAK: 004.1 : 530.145
Djordjevic, Ivan B.Quantum Information Processing, Quantum Computing, and Quantum Error Correction: An Engineering Approach. Academic ress; 2021; ISBN-13: 9780128219829; ISBN-10: 0128219823; UAK: 004.38 : 530.145
Cariolaro, Gianfranco. Quantum Communications (Signals and Communication Technology). Springer; 2016; ISBN-13: 9783319343754; ISBN-10: 3319343750; UAK: 621.391 : 530.145
Lecture 4: Purifications and fidelity.
Copyright (c) 2026 ქართველი მეცნიერები

Это произведение доступно по лицензии Creative Commons «Attribution-NonCommercial-NoDerivatives» («Атрибуция — Некоммерческое использование — Без производных произведений») 4.0 Всемирная.

