ვულგარული პემფიგუსი: კლინიკური შემთხვევის აღწერა

ავტორები

ვულგარული პემფიგუსი იშვიათი მძიმე აუტოიმუნური ბულოზური დერმატოზების ჯგუფში შემავალი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანის  სხვადასხვა  მტკივნეული მორფოლოგიური ელემენტების წარმოქმნა კანზე და ლორწოვან გარსზე. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ 32 წლის ქალის შემთხვევას, რომელსაც მესამე მშობიარობის შემდეგ  თვენახევარში გაუჩნდა გამონაყარი სხეულის სხვადასხვა უბანში, კერძოდ თავდაპირველად ზურგის არეში, საიდანაც გავრცელდა მთელ სხეულზე. შემთხვევა საინტერესოა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. აღწერილი შემთხვევიდან ყურადსაღებია პაციენტის  ანამნეზში  მშობიარობიდან რამდენიმე დღეში კანზე და პირის ღრუში გამონაყარის განვითარება,ყლაპვის გაძნელება,დისკომფორტი ყლაპვისას. მკურნალობა ჩაიტარა რაიონის დერმატოლოგთან, პროცესი პროგრესირდა,მდგომარეობა გაუარესდა, გამონაყარის ინტესიობამ და სიმძიმემ მოიმატა. გამონაყარი გამოვლინდა  კანზე თავდაპირველად ზურგის არეში,საიდანაც გავრცელდა მთელ სხეულზე. დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის მიზნით მომართა ჩვენს კლინიკას. მთელ სხეულზე დიფუზურად შეუცვლელი კანის ფონზე  და პირის ღრუს ლორწოვანზე  გამოვლენილია მრავლობითი ბულები, ვეზიკულები, ეროზიები, წყლულები-ჰიპერემიული ქობის ფონზე ცენტრში სეროზულ ჰემორაგიული ქერქებით. მუდმივად იმყოფება თერაპევტის, ენდოკრინოლოგისა და დერმატოლოგის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. რამდენიმე თვის განმავლობაში რეციდივი არ დაფიქსირდა. პაციენტი იმყოფება მეტიპრედის 8მგ შემანარჩუნებელ დოზაზე. შორეულ შედეგებზე საუბარი რთულია, დაავადება მიმდინარეობდა რთულად, ამჟამად მიღწეულია რემისია. დამატებითი გართულებებს ადგილი არ აქვს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.