პოსტკოვიდური პნევმონიის კლინიკური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური მონაცემების დინამიკისა და პროგნოზის შეფასება პაციენტთა პოპულაციაში
ლიტერატურული მიმოხილვა
ჩამოტვირთვები
პოსტკოვიდური პნევმონია COVID - 19-ის მწვავე ფაზის შემდეგ განვითარებული ფილტვის დაზიანებაა, რომელიც აღინიშნება დუნედ რეგრესირებადი რესპირატორული სიმპტომებით, რადიოლოგიური ცვლილებებითა და ფილტვის ფუნქციის დარღვევით. არსებული კვლევების მიხედვით, მდგომარეობის გაუმჯობესებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს ჩივილებიდან უგრძელდება დაღლილობა, მშრალი ხველა, დისპნოე, მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 PCR უკვე ნეგატიურია. თუმცა ნეიტროფილურ-ლიმფოციტური დისბალანსის, CRP-ს და D-dimer-ის ხანგრძლივი მატება მიუთითებს ქრონიკული დაბალინტენსიური ანთების ფონს, ასევე სპირომეტრიაში დომინირებს შეზღუდვითი ტიპის ვენტილაციური დარღვევა და გაზთა დიფუზიის შემცირება, რომელიც განსაკუთრებით ვლინდება მძიმე COVID-19-ის ან მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის გადატანის შემთხვევაში.
კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე კვლავ აქტუალურია დაბურული მინის ტიპის ინფილტრაცია - ფიბროზული ცვლილებების ფონზე; მის სიხშირეს და ფართობს განსაზღვრავს მწვავე ფაზის სირთულე, CT სიმძიმის ინდექსი და ჰიპოქსემიის ხანგრძლივობა. ავადმყოფებში მწვავე რესპირატორული დისტრეს - სინდრომით პროგნოზი უარესია, უფრო მაღალი ფიბროზული ცვლილებების, ფიზიკური აქტივობის მიმართ დაქვეითებული ტოლერანტობის გამო, ვიდრე მსუბუქად მიმდინარე შემთხვევებში.
დასკვნითი დიაგნოზის, მკურნალობის ტაქტისა და პროგნოზის ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვანია ინტეგრირებული, „სამმაგი“ შეფასება : კლინიკური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური მონაცემების ერთობლივი ანალიზი - მაღალი რისკის პაციენტების იდენტიფიკაციისა და შემდგომი მონიტორინგის მიზნით.
Downloads
Yan, M. Z., Yang, M., & Lai, C.-L. (2023). Post-COVID-19 syndrome comprehensive assessment: From clinical diagnosis to imaging and biochemical-guided management. Viruses, 15(533), 1-26. https://doi.org/10.3390/v15020533
Behera, N., Patra, J. K., Dash, B. K., Pattnaik, M., Sahu, D., & Reddy, B. R. (2024). Clinico-radiological and pulmonary function assessment of post-COVID-19 patients with respiratory symptoms. Journal of Family Medicine and Primary Care, 13(8), 2912-2920.
Goel, N., et al. (2021). Clinico-radiological evaluation of post-COVID-19 at follow-up. Monaldi Archives for Chest Disease, 91(1682), 386-392.
Niyatiwatchanchai, N., Deesomchok, A., Chaiwong, W., Duangjit, P., Pothirat, C., Liwsrisakun, C., ... Srisuwan, T. (2022). Comparative study of early impacts of post-COVID-19 pneumonia on clinical manifestations, pulmonary function, and chest radiographs. Medicina, 58(2), 216. https://doi.org/10.3390/medicina58020216
Mehta, P., Sanz-Magallón Duque de Estrada, B., Denneny, E. K., Foster, K., Turner, C. T., Mayer, A., … Tomlinson, G. S. (2024). Single-cell analysis of bronchoalveolar cells in inflammatory and fibrotic post-COVID lung disease. Frontiers in Immunology, 15, 1372658. https://doi.org/10.3389/fimmu.2024.1372658
Patil, S., Patil, R., & Gondhali, G. (2022). Pulmonary functions assessment in post-COVID-19 pneumonia cases by spirometry: Study of 600 cases. Journal of Applied Sciences and Clinical Practice, 4(2), 94-100.
Disawal, A. (2022). Impact of post-COVID pulmonary sequelae in deciding radiological outcome: An observational study. (pp. 1-4).
Husain, M. A., Singh, G. V., Kumar, S., Gupta, P., & Gupta, S. K. (2023). To study clinical and radiological changes in post-COVID-19 patients and its impact on quality of life. International Journal of Science and Research, 12(8), 1-8.
Konopkina, L. I., & Rybalka, K. V. (2024). Clinical, functional and imaging parallels in patients after community-acquired COVID-19-associated pneumonia. Infusion & Chemotherapy, 1, 31-38.
Chohan, A., Choudhury, S., Dadhwal, R., Vakil, A. P., Franco, R., & Taweesedt, P. T. (2022). Follow-up computed tomography scan in post-COVID-19 pneumonia. World Journal of Radiology, 14(4), 70-106.
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

