ჰორმონული რეცეპტორების ექსპრესიისა და პროლიფერაციულ-აპოპტოზური მახასიათებლების თავისებურებანი ენდომეტრიუმის ცილიარული/ტუბალური მეტაპლაზიის პირობებში

ავტორები

მეტაპლაზია ადაპტაციური პროცესია, რომლის დროსაც ადგილი აქვს ერთი ქსოვილის გარდაქმნას ფუნქციურად და მორფოლოგიურად განსხვავებულ მეორე ქსოვილად. ენდომეტრიუმში მეტაპლაზიის ყველაზე ხშირი ტიპი არის ცილიარული/ტუბალური მეტაპლაზია, რომელიც ასევე ხშირია საშვილოსნოს ყელშიც, სადაც უხშირესად ლოკალიზდება გარდამავალ ზონაში. ენდომეტრიუმის ცილიარული მეტაპლაზია ხშირად არის აღწერილი ესტროგენის ჭარბ ექსპრესიასთან კომბინაციაში, ასევე აღსანიშნავია მისი ასოციაცია მარტივ და კომპლექსურ ჰიპერპლაზიასთან და მაღალდიფერენცირებულ ადენოკარცინომასთან.კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა. საერთო ჯამში, კვლევა მოიცავდა არაპერსონიფიცირებულ ფორმალინში დაფიქსირებულ და პარაფინში ჩაყალიბებულ (FFPE) ჯამში 315 შემთხვევას (ნორმალური ენდომეტრიუმი n=45; ენდომეტრიუმის პოლიპი n=45; ენდომეტრიუმის მარტივი ჰიპერპლაზია n=45; ენდომეტრიუმის კომპლექსური ჰიპერპლაზია n=45; ენდომეტრიუმის ატიპური ჰიპერპლაზია n=45; ენდომეტროიდული კარცინომა n=45; სეროზული კარცინომა n=45;). როგორც ჩვენი კვლევების მონაცემებიდან ჩანს, ცილიარული მეტაპლაზია, ისევე როგორც ატიპური ცილიარული მეტაპლაზია ხასიათდება  ძირითადი საკვლევი ჯგუფებისაგან ესტროგენული რეცეპტორების განსხვავებული ექსპრესიით, რაც მიუთითებს ძირითადი საკვლევი ნოზოლოგიისაგან დამოუკიდებელ ჰორმონომგრძნობელობაზე, რაც ასევე შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილიარული მეტაპლაზიების ძირითადი ნოზოლოგიებისაგან დამოუკიდებელი არსებობის დასაბუთება. როგორც შედეგებიდან ჩანს, ცილიარული მეტაპლაზიები ავლენენ ძირითადი საკვლევი ჯგუფისაგან განსხვავებულ პროლიფერაციულ აქტივობას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიების სიმსივნისწინარე პროცესებისა და სიმსივნეების შეფასების ალგორითმში. P16 შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ენდომეტრიუმის ატიპური ჰიპერპლაზიის კარცინომად შესაძლო პროგრესიის დამატებითი მარკერი სხვა პარამეტრებთან ერთად.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.