ქრონიკული ენდომეტრიტების ფენოტიპურ თავისებურებებთან, პერსისტენციისა და პროგრესიასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

ავტორები

ქრონიკული ენდომეტრიტი განიმარტება, როგორც ენდომეტრიუმის მსუბუქად მიმდინარე პერსისტული ანთება, რომელიც ჰისტოლოგიურად ხასიათდება ენდომეტრიუმის სტრომაში ანთებითი უჯრედების არსებობით, მათ შორის პლაზმური უჯრედების, ლიმფოციტების, ეოზინოფილებისა და ლიმფოიდური ფოლიკულებისაც კი.  ქრონიკული ენდომეტრიტის დიაგნოსტირება რთულია სხვადასხვა მიზეზების გამო. პაციენტთა უმრავლესობა უსიმპტომოა და ულტრაბგერითი მახასიათებლები არასპეციფიკურია. მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ხშირად არ არის ინფორმატიული, რადგან პათოგენების უმეტესობა არაკულტივირებადია. ქრონიკული ენდომეტრიტი  შეიძლება დიაგნოსტირდეს ჰისტეროსკოპიით, ენდომეტრიუმის სპეციფიკური ცვლილებების გამოვლენის საფუძველზე, როგორიცაა კეროვანი ან დიფუზური ჰიპერემია, სტრომული შეშუპება და მიკროპოლიპები. პლაზმური უჯრედების ჰისტოპათოლოგიური იდენტიფიკაცია ენდომეტრიუმის ბიოფსიის ნიმუშებში განიხილება ქრონიკული ენდომეტრიტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ქრონიკული ენდომეტრიტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ენდომეტრიოზთან, თუმცა ამ მიმართულების კვლევები ძალიან მწირია. ქრონიკული ენდომეტრიტის პერსისტენციისა და პროგრესიის საკითხის გარშემო არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, რაც დამატებით კვლევებს მოითხოვს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.