დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებისა და ცხოვრებისეული ანამნეზის კავშირის განხილვა დინამიკაში

ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვები ცხოვრებისეული ანამნეზი კავშირის განხილვა დინამიკაში

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
July 3, 2022

ჩამოტვირთვები

      ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების ცვლილება ნორმის ფარგლებში ერთ-ერთია, რომელიც გვიჩვენებს  ადამიანის ორგანიზმის დინამიურ განვითარებას. დაკვირვებისათვის აღებულია სხეულის სიგრძე, მასა, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა. მოცემული ნაშრომის მიზანია ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების  ცვლილებების ანალიზი, ცხოვრებისეულ ანამნეზთან კავშირში, რომელიც ჩატარდა დაწყებითი კლასების პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსწავლეებში, 2018 წლის გაზაფხულიდან მოცემულ მომენტამდე. დაკვირვებას კვლავ ვაწარმოებდით ქუთაისის სამ სკოლაში, უკვე მეხუთე კლასის მოსწავლეებში, იგივე ბავშვებში. ამ დროისათვის გაანალიზებულმა ფიზიკური განვითარების საშუალო მაჩვენებელმა გვიჩვენა: 

  1. 10 და 11 წლის ბავშვთა შორის ფიზიკური განვითარების საშუალოზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 73,9% შემთხვევაში,  ორივე სქესის  წარმომადგენლებში ერთად. თუმცა მათგან თითქმის ნახევარს ჰქონდა საშუალო მაჩვენებლებთან მიახლოებული მონაცემები.  მაღალი მაჩვენებლები უმეტესად კვლავ  დაფიქსირდა მაღალი   ფიზიკური განვითარების   მაჩვენებლების მქონე მშობლების  ბავშვებში, აგრეთვე მოსწავლეებში, რომლებიც დაიბადნენ  საკმარისი შუალედის შემდეგ მშობიარობებს შორის (4 წლამდე) და სადაც არ იყო  სამედიცინო აბორტი  ამ შუალედში. სადაც ანამნეზში  არ ჰქონდათ რაიმე სერიოზული  დაზიანება საყრდენ–მამოძრავებელი სისტემაში.
  2. 4 წლის განმავლობაში მოსწავლეებში  შესაბამისი მატება განიცადა ანალიზისათვის აღებულმა ფიზიკური განვითარების  ყველა საშუალო მაჩვენებელმა. ეს მნიშვნელოვანია  ბოლო 2 წლის შეზღუდვებისა და ზოგიერთი მათგანისათვის გადატანილი კოვიდ ინფექციის ფონზე.
  3. და კვლავ საშუალო მაჩვენებლები ძირითადად დაფიქსირდა იმ ბავშვებში, რომელთა დედებს ორსულობის პერიოდში ჰქონდათ  გარკვეული კორექტირებადი ექსტრაგენიტალური  პათოლოგიები, დამძიმებული სამეანო და გინეკოლოგიური  ანამნეზი, ხანმოკლე პერიოდი მშობიარობებს შორის(2 წლამდე). მიუხედავად მშობლების მაღალი  ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებისა. რა თქმა უნდა,  უფრო სრულყოფილი და სარწმუნო მონაცემებისათვის საჭიროა გამოკვლეულ ბავშვების მეტი რაოდენობა,  კვლევის სხვა მეთოდების ჩართვა, დინამიკაში დაკვირვების გაგრძელება მინიმუმ 10 წლის მანძილზე. ეს იქნება მომავალი მუშაობის საგანი, რის შედეგადაც შეგვიძლია დავდოთ უფრო მეტად ამომწურავი ინფორმაცია.

მსგავსი სტატიები

<< < 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.