წყალტუბოს (დასავლეთი საქართველო) „თეთრა მღვიმის“ პრაქტიკული სარგებლიანობის პოტენციალი

კარსტი მღვიმე სპელეოთერაპია სამეურნეო დანიშნულება

ავტორები

ტომ. 3 No. 1 (2021)
სამთო ინჟინერია
ივნისი 10, 2021

ჩამოტვირთვები

წყალტუბო ერთ-ერთი უძველესი ბალნეოლოგიური კურორტია საქართველოში. ქალაქი განლაგებულია მდინარე წყალტუბოსწყლის ხეობაში ზღვის დონიდან 95–150 მეტრის სიმაღლეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქალაქს სამგურალის ქედის სამხრეთ ფერდობი (დიდი კავკასიონის მთათა სისტემა), ხოლო სამხრეთიდან - შავი ზღვისკენ გახსნილი კოლხეთის დაბლობი ესაზღვრება. კურორტის გარშემო განლაგებული ბორცვები დაფარულია მდიდარი სუბტროპიკული მცენარეულობით, მარად მწვანე ბუჩქნარით და ფოთლოვანი ტყით - (მუხა, წიფელა, თელა). წყალტუბოს შემოგარენი ცნობილია აგრეთვე კარსტული მღვიმეებით, რომელთა შორის მნიშვნელოვანი პოპულარობით და მიმზიდველობით გამოირჩევიან „თეთრა მღვიმე“, „სათაფლია“ და 1984 წელს ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის საექსპედიციო რაზმის  მიერ აღმოჩენილი წყალტუბოს („პრომეთეს“) მღვიმე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდიდარია მრავალი ისტორიულ-კულტურული და ბუნების ძეგლებით. ამიტომ ქალაქი საკურორტო-სამკურნალო ფუნქციების გარდა მიმზიდველია როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტებისა თუ დამსვენებელთათვის.  გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში „თეთრა“ მღვიმე გამოიყენებოდა გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ. საქართველოში წინა საუკუნის 90-იანი წლებისდან ეს პრაქტიკა შეწყვეტილი იყო. ბოლო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მღვიმეში აღსდგა მისთვის დამახასიათებელი რადიოაქტიური და მაიონიზებელი მდგომარეობა. მითითებული გარემოება დადასტურებულია აგრეთვე წინამდებარე ნაშრომით. აღნიშნული იმის საწინდარია, რომ „თეთრა“ მღვიმე კვლავ შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც სამკურნალო, ისე ტურისტული ან სხვა სასარგებლო  დანიშნულებით, რომელიც ზარალს არ მიაყენებს მღვიმეს, მღვიმურ წარმონაქმებსა და გარემოს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 4 5 6 7 8 9 10 11 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.