Rhododendron L. გვარის სახეობები აჭარის სანაპიროზე და მათი ფოთლის ექსტრაქტების ანტიმიკრობული აქტივობა ფიტოპათოგენების მიმართ

ავტორები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბაზაზე შესწავლილია სახეობების: Rhododendron japonicum, Rhododendron arborescens, Rhododendron brachycarpum, Rhododendron macrosepalum, Rhododendron dalavayi, ფოთლებიდან მიღებული ექსტრაქტების ანტიმიკრობული მოქმედება, კერძოდ, ფუნგისტატიკური და ფუნგიციდური მოქმედება. ექსპერიმენტი ძირითადად ტარდებოდა აქტიური ვეგეტაციის პერიოდში. დადგენილია, რომ Rhododendron dalavayi-ის და Rhododendron brachycarpum-ის ექსტრაქტები ხასიათდება ძალიან მაღალი ანტიმიკრობული მოქმედებით. ყველაზე მაღალი ფუნგიციდური აქტივობა დაფიქსირდა ეთანოლიანი ექსტრაქტის 1:1, 1:2 განზავების შემთხვევაში, საკმაოდ მაღალი  1:4 და 1:8 განზავების შემთხვევაში, დანარჩენ შემთხვევებში გამოვლინდა აშკარად გამოხატული ფუნგისტატიკური აქტივობა. წყლიანი ექსტრაქტების შემთხვევაში მაღალი ფუნგიციდური მოქმედება გამოვლინდა სოკოვანი ფიტოპათოგენების:  Phytophtora infestans, Alternaria alternata, Alternaria solani, Pestalotia theae, Fusarium moniliforme, მიმართ, ხოლო ფუნგისტატიკური, Trichothecium roseum, Fustanaria ფიტოპათოგენებთან მიმართებაში. შესწავლილი როდოდენდრონის დანარჩენ სახეობებს ახასიათებს სუსტად გამოხატული ფუნგისტატიკური აქტივობა. Rhododendron dalavayi-ისა და Rhododendron brachycarpum-ის ფოთლების ექსტრაქტების მაღალი ანტიმიკრობული აქტივობა საინტერესოა პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.