ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსის პროლიფერაციური აქტივობის თავისებურებანი სიმსივნისწინარე და სიმსივნური პათოლოგიების დროს გამოვლენილი AgNOR ტექნოლოგიით

ავტორები

ნაღვლის ბუშტის კარცინომა წარმოადგენს ბილიარული ტრაქტის ყველაზე ხშირ სიმსივნეს. ნაღვლის ბუშტის კარცინომა დასაწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს რაც ართულებს მის გამოვლენას და მკურნალობას. ​ნაღვლის ბუშტის კარცინომის განვითარების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს წარმოადგენს ნაღველკენჭოვანი დაავადება, რომელიც თავის მხრივ იწვევს ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარებას.​​ ქრონიკული ანთებითი პროცესი კი განპირობებულია უჯრედთა სიკვდილისა და ეპითელიუმის რეპარაციის უწყვეტი ციკლით.​​ ნაღველკენჭოვან დაავადებასა და ნაღვლის ბუშტის კარცინომას შორის კავშირი დადგენილია მრავალი კოჰორტული კვლევით.​​ კერძოდ ნაჩვენებია, რომ ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტები ხასიათდებიან ნაღვლის ბუშტის კარცინომის განვითარების 21%-დან 57%-მდე უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე ნაღველკენჭოვანი დაავადების არმქონე პირები. ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა გამოგვევლინა პროლიფერაციული აქტივობის თავისებურებები სხვადასხვა ნაღვლის ბუშტის ნოზოლოგიებში ქრონიკული ქოლეცისტიტის არსებობისას და ასევე მის გარეშე AGNOR-ის დამატებითი შეღებვის ტექნოლოგიის გამოყენებით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.