ცერვიქსის სხვადასხვა ტიპის ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზიის პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AgNor ტექნილოგიის გამოყენებით

ავტორები

მეტაპლაზიური პროცესები წარმოადგენს უჯრედთა ერთი ტიპის გადაკეთებას მეორე ტიპად ერთი ქსოვილის ფარგლებში. იგი მიეკუთვნება შეგუებით-კომპენსაციური პროცესების ჯგუფს, რომელიც ვითარდება შეცვლილი გარემოს პირობების, ჰორმონული სტიმულაციის ან ანთებითი პროცესების განვითარების საპასუხოდ. რადგან მის განვითარებას პირდაპირ ან გაშუალებულად თან სდევს სიმსივნური პროცესების განვითარება, ისინი განიხილება, როგორც სიმსივნის წინარე მდგომარეობა, მალიგნიზაციის სხვადასხვა პოტენციალით. მეტაპლაზიის ტიპი დამოკიდებულია თვითონ სამიზნე ქსოვილის ტიპზე.  AgNOR/The Nucleolar Organiser Regions იშიფრება, როგორც ბირთვული მაორგანიზაებელი რეგიონები და არის დნმ-ის მარყუჟები, რომლებიც პროეცირდება მიტოზის ინტერფაზური ბირთვების ბირთვაკების ქვეშ. AgNOR-ის გაზრდილი რაოდენობა დაკავშირებულია უჯრედების გაზრდილ პროლიფერაციასთან. კვლევის მიზანს შეადგენდა ცერვიქსის სხვადასხვა ტიპის მეტაპლაზიების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AgNor ტექნილოგიით. ჩვენი კვლევის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებული იქნას რუტინულ პრაქტიკაში, როგორც დამხმარე საშუალება საშვილოსნოს ყელის მეტაპლაზიური პროცესების დროს პროლიფერაციული აქტივობის შეფასების მიზნით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.