დაზვერვის საქმიანობისა და ლობირების თეორიულ-მეთოდური ასპექტები

ავტორები

სადაზვერვო საქმიანობას ისეთივე ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნია, როგორიც კაცობრიობის განვითარებას.  მან უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია  შეიძინა ჯერ კიდევ პირველ სახელმწიფო წარმონაქმნთა ურთიერთობებში, როდესაც ერთმა სოციალურმა ჯგუფმა მეორეზე ძალაუფლების განზოგადება  და მასზე კონტროლის მოპოვება განიზრახა. უძველეს ცივილიზაციებში ვხვდებით პირველ სახელმწიფოთა ურთიერთობებს, რომელიც ხასიათდებოდა სადაზვერვო საქმიანობის ნიშნების შემცველი მოქმედებებით. ეს უკანასკნელი გამოხატული იყო ომისა თუ მშვიდობის პერიოდში მოწინააღმდეგის  შესაძლებლობების, განზრახვების შესახებ დროული და სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების მცდელობით. სანდოობით გამორჩეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უძველეს სახელმწიფოებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო მიმართულებებზე ლავირების საშუალება ეძლეოდათ. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სადაზვერვო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინება, საერთაშორისო ასპარეზზე თვითგადარჩენის, შემდგომ კი დომინაციის  საწინდარი გახდა. სადაზვერვო საქმიანობის საფარქვეშ, საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა ინფორმაციული ომის მეთოდები. ეს საქმიანობა სახელმწიფოებს საშუალებას აძლევდა ჰეგემონის სტატუსის მოსაპოვებლად ერთმანეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ ბრძოლის ისეთი მეთოდები, როგორიცაა დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ლობირება და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ლობიზმი“ პირველად  მე-20 საუკუნეში გაჟღერდა, ლობისტური საქმიანობის ნიშნებს ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ვხვდებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ლობიზმი უძველესი პერიოდიდან დღემდე ხასიათდება სადაზვერვო მოწყვლადობით. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ სადაზვერვო  და ლობისტური საქმიანობის სინთეზმა, ანუ სადაზვერვო ხასიათის ლობიზმმა ახალი შესაძლებლობების კარი გაუღო სახელმწიფოებს. მაღალგანვითარებული სახელმწიფოები, რომლებსაც სადაზვერვო საქმიანობის ეს მიმართულება მეცნიერულ დონეზე აქვთ აყვანილი, ნაკლები დანახარჯებით ახერხებენ სასურველი მიზნების მიღწევას და საერთაშორისო ასპარეზზე დომინირებას.  მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებამ, სადაზვერვო ხასიათის ლობიზმი, გარდამავალი სტატუსის მქონე სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების სისტემებისთვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აქცია. მასთან გამკლავება, როგორც მყარი სადაზვერვო, ისე კონტრსადაზვერვო სამსახურების აქტიური და წარმატებული საქმიანობით არის შესაძლებელი. 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.