შარდის ბუშტის არაინვაზიური პაპილური კარცინომების პროლიფერაციულ-აპოპტოზური და ჰორმონული სტატუსის ცვლილებების შედარებითი ანალიზი ინვაზიური კარცინომის მოლეკულურ ქვეტიპებთან

უროთელური კარცინომა მოლეკულური ქვეტიპები არაინვაზიური-პაპილური უროთელური კარცინომა პროლიფერაციული ინდექსი აპოპტოზური ინდექსი

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
September 17, 2022

ჩამოტვირთვები

ინვაზიური უროთელური კარცინომა არის შარდის ბუშტის ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც მოიცავს შარდის ბუშტის ყველა პირველადი კარცინომის 90%-ს. საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, NCDC-ს მონაცემებით, კაცებს შორის შარდის ბუშტის სიმსივნე გავრცელებით მესამე ადგილს იკავებს. არაინვაზიური უროთელური კარცინომის მიზეზით, შარდის ბუშტზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ 5 წლიან პერიოდში რეციდივი განუვითარდა ნაოპერაციებთა 70%-ს, მათ შორის შორსწასულ, მეტასტაზირებულ შემთხვევათა წილი 10-20%-ია. შესაბამისად ერთი და იმავე დიფერენცირების ხარისხის და სტადიურობის მიუხედავად, უროთელური კარცინომის განმეორებითობა და პროგრესირების შემთხვევები ვარირებს სხვადასხვა პაციენტში. ჩვენი კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა, რისთვისაც გამოყენებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის 2019-2021 წლების საარქივო მასალა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ უროთელური ინვაზიური კარცინომების მოლეკულური ქვეტიპები სხვადასხვა ინტენსივობით აექსპრესირებენ CK20 და CK5-ს. უფრო მეტიც არსებობს შერეული, ჰიბრიდული ფორმები ორივე მარკერის თანაარსებობით, რაც მიუთითებს ინვაზიური კარცინომების სიმსივნისშიდა ჰეტეროგენულ ბუნებაზე, რაზეც სავარაუდოდ არის დამოკიდებული ერთი და იგივე ჰისტოლოგიური ტიპის სიმსივნეების სხვადასხვა კლინიკური მიმდინარეობა და პროგნოზი. დაბალი  და მაღალი ხარისხის არაინვაზიური პაპილური უროთელური კარცინომების ფენოტიპური მახასიათებლები პრინციპულად განსხვავდება ინვაზიური უროთელური კარცინომის მახასიათებლებისაგან, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ ისინი განსხვავებული სიმსივნეებია და ინვაზიურ კარცინომად ტრანსფორმირებისათვის საჭიროებენ გენომის დამატებითი ცვლილებებს. მათ შორის არსებული ფენოტიპური განსხვავებები სავარაუდოდ განსაზღვრას რეციდივისა და ინვაზიურად ტრანსფორმაციის  რისკს. CK20, CK5, აპოპტოზური და პროლიფერაციული მხასიათებლები ანდროგენული რეცეპტორების ექსპრესიასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებული იქნას  დაბალი და მაღალი ხარისხის არაინვაზიური პაპილური უროთელური კარცინომების რეციდივისა და ინვაზიურ კარცინომად  ტრანსფორმაციის  რისკის შესაფასებლად.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.