„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ფორმირებისა და რეფორმის ძირითადი ტენდენციები, მიზნები და ამოცანები
ჩამოტვირთვები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კვლავმოპოვების შემდეგ შეიქმნა. საბჭოთა სოციალისტური წყობა სამეწარმეო სამართლის განვითარების შესაძლებლობას არ იძლეოდა. შესაბამისად, საქართველოს სამეწარმეო ურთიერთობების საკანონმდებლო რეგლამენტირების მწირი გამოცდილება გააჩნდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ცვალებადი პოლიტიკურ- სამართლებრივი და ეკონომიკური ვითარება მოითხოვდა ახლად შექმნილი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ნორმების ხშირ ცვლილებასა და განახლებას, რათა საქართველოს სამეწარმეო სამართალი დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს სახელმწიფოთა სამართალთან თანხვედრაში მოსულიყო. გლობალური ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ცვლილებები ეხებოდა არა მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ცალკეულ ნორმებს, არამედ ხდებოდა სამეწარმეო სამართლის სისტემური ცვლილება, კონტინენტური ევროპისა და ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემებს შორის. კანონმდებლობის ხშირ ცვალებადობასთან ერთად, არც განვითარებული სასამართლო პრაქტიკა არსებობდა. ყოველივე ამან შექმნა ქაოტური და ხარვეზიანი სამართლებრივი რეგულირება, რამაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ისევ დააყენა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროების პირისპირ.
წინამდებარე ნაშრომი აღწერს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განვითარების გზას, დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან დღემდე. წარმოჩენილი იქნება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის განვითარების ზოგადი ტენდენციები, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულებაზე, რაც „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის შექმნის ერთ-ერთ მნიშვნლოვან საფუძველს წარმოადგენს. გაანალიზდება საკანონმდებლო ხარვეზები, რამაც სისტემური რეფორმის აუცილებლობა განაპირობა ახალი კანონის შექმნის სახით.
ნაშრომში თავდაპირველად განხილული იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ისტორიული წანამძღვრები. შეფასდება სამეწარმეო ურთიერთობების ახლებური საკანონმდებლო რეგულირების საჭიროება, პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსული ქვეყნისთვის. საუბარი იქნება სამეწარმეო საქმიანობის მომწესრიგებელ თავდაპირველ საკანონმდებლო აქტებზე, აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ცალკე კანონად, ერთიან კოდიფიცირებულ აქტად, ჩამოყალიბებაზე.
ნაშრომის მომდევნო ნაწილში წარმოდგენილი იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განვითარების ძირითადი ტენდენციები. საუბარი იქნება რეგულირების და დერეგულირების რეჟიმების ცვლაზე „მეწარმეთა შესახებ“ კანონში და, საბოლოო ჯამში, კანონის რეფორმირების საჭიროებაზე. გაანალიზდება, ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მოსალოდნელი ეფექტები, ისევე როგორც, რეგულირებადი რეჟიმის შემოღების მნიშვნელობის საკითხი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის.
ნაშრომის მომდევნო ნაწილებში საუბარი იქნება მეწარმე სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მომწესრიგებელი ნორმები, ისევე როგორც, კორპორაციის მართვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები. აღწერილი იქნება სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების, „წინარე საზოგადოებისა“ და საწესდებო კაპიტალის მომწესრიგებელი ნორმების ცვლილებების ძირითადი მიმართულებები, ისევე როგორც, კორპორაციული მართვისა და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები, კორპორაციული მართვის სისტემებისა და მმართველი ორგანოების ურთიერთმიმართების, აგრეთვე, ეფექტური კორპორაციული მართვის კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ევროკავშირის საკორპორაციო სამართლის დირექტივებთან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დაახლოების ვალდებულებაზე და, აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის რეფორმირების აუცილებლობაზე. ევროკავშირის საკორპორაციო სამართლის დირექტივები საზოგადოების დაფუძნების ეტაპზე განსაზღვრულ მოთხოვნებს ადგენს. გარდა ამისა, საზოგადოების მარეგისტრირებელი კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ხარვეზებით იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შემცველი იყო, აგრეთვე, კორპორაციის მართვასა და კონტროლთან დაკავშირებული ნორმები, რაც, ხშირად, მრავალ სამართლებრივ ჩიხს ქმნიდა. ამდენად, არჩევანი სწორედ ამ საკითხების საკანონმდებლო რეგულირების ცვლილებებისა და განვითარების განხილვა-გაანალიზებაზე გაკეთდა.
Downloads
ბაქაქური, ნინო/გელტერი, მარტინ/ცერცვაძე, ლაშა (რედ.)/ჯუღელი, გიორგი, საკორპორაციო სამართალი, სახელმძღვანელო იურისტებისათვის, 2019 (ციტ. ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, §, გვ.).
ბეთანელი, ქეთევან/მასბაუმი, მაიკ ს., საკორპორაციო სამართალი საქართველოში, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 6, N 2- 3, 2003, 278-324 (ციტ. ბეთანელი/მასბაუმი, საკორპორაციო სამართალი საქართველოში, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 6, N 2- 3, 2003, 278, გვ.).
ბურდული, ირაკლი, სააქციო სამართლის საფუძვლები, გერმანული და ქართული სამართლის მაგალითზე, ტომი I, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2010 (ციტ. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი, გვ.).
ბურდული, ირაკლი, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში (შედარებით სამართლებრივი კვლევა), გამომცემლობა „თობასილი“, თბილისი 2007 (ციტ. ბურდული, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში, თავი, გვ.).
ბურდული, ირაკლი (რედ.)/მახარობლიშვილი, გიორგი/ეგნატაშვილი, დემეტრე/გიგუაშვილი, გიორგი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება (რეფორმის ძირითადი ასპექტები), გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბილისი 2016 (ციტ. ბურდული (რედ.) /მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი, გვ.).
ზოიძე, ბესარიონი, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი, თბილისი 2005 (ციტ. ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თავი, გვ.).
მიგრიაული, როინ/შალამბერიძე, თამაზ, ქართულ სააქციო საზოგადოებაში სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: ბუკია, ციცინო (რედ.), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, გამომცემლობა „ედვაიზ ჯგუფი“, თბილისი 2016, 46-63 (ციტ. მიგრიაული/შალამბერიძე, სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, 2016, 46, გვ.).
ჩოხელი, ნინო/სვანიძე, ავთანდილი/პაპუაშვილი, შალვა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის რეფორმა, „ჯეპლაკის საქმიანობა“, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 8, N 1-2, 2005, 4-44 (ციტ. ჩოხელი/სვანიძე/პაპუაშვილი, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის რეფორმა, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 8, N 1-2, 2005, 4, გვ.).
ცერცვაძე, არჩილი, სამეწარმეო სამართლის განვითარების საჯარო და კერძოსამართლებრივი ასპექტები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კრებულში: გეგენავა, დიმიტრი (რედ.), ლადო ჭანტურია 50, საიუბილეო გამოცემა, გამომცემლობა „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი“, თბილისი 2013, 7-30 (ციტ. ცერცვაძე, სამეწარმეო სამართლის განვითარების საჯარო და კერძოსამართლებრივი ასპექტები, კრებულში: ლადო ჭანტურია 50, საიუბილეო გამოცემა, 2013, 7, გვ.).
ჭანტურია, ლადო, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, კრებულში: ფერაძე, გოჩა (რედ.), სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წიგნი III, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, 650-666 (ციტ. ჭანტურია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, კრებულში: სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წიგნი III, 2015, 650, გვ.).
ჭანტურია, ლადო, კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და საკორპორაციო სამართლის წარმოშობა საქართველოში, კრებულში: ჭანტურია, ლადო (რედ.)/კნიპერი, როლფ (რედ.), სერგო ჯორბენაძე 70, საიუბილეო კრებული, გამომცემლობა „ნორმა“, თბილისი 1996, 32-52 (ციტ. ჭანტურია, კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და საკორპორაციო სამართლის წარმოშობა საქართველოში, კრებულში: სერგო ჯორბენაძე 70, საიუბილეო კრებული, 1996, 32, გვ.).
გამოყენებული ლიტერატურა უცხოერ ენებზე:
Black, Bernard/Kraakman, Reinier, A Self-Enforcing Model of Corporate Law, in: Harvard Law Review, Volume 109, No. 8, 1996, 1911-1982 (cite: Black/ Kraakman, A Self-Enforcing Model of Corporate Law, in: Harvard Law Review, 109(8) 1996, 1911, P.).
Cranston, R. F., Regulation and Deregulation: General Issues, in: University of New South Wales Law Journal, Volume 5, No. 1, 1982, 1-28 (cite: Cranston, Regulation and Deregulation, in: University of New South Wales Law Journal, 5(1), 1982, 1, P.).
Jula, Rocco, Der GmbH-Geschäftsführer, Rechte und Pflichten, Anstellung, Vergütung und Versorgung, Haftung und Strafbarkeit, Auflage 4, Springer-Verlag, Berlin Heidelberg 2012 (zitiert: Jula, Der GmbH-Geschäftsführer, Kap., S.).
Mock, Sebastian, Harmonization, Regulation and Legislative Competition in European Corporate Law, in: German Law Journal, Volume 3, Issue 12, 2002, available at: http://www.germanlawjournal.com/index.php?pageID=11&artID=216
(cite: Mock, Harmonization, Regulation and Legislative Competition, in: German Law Journal, 3(12), 2002, Para.).
Samkharadze, Irakli, Harmonization of Legal Systems: EU and Georgia, in: Journal of Law (TSU), Volume 2015, No.1, 2015, 253-264 (cite: Samkharadze, Harmonization of Legal Systems, in: Journal of Law (TSU), 2015(1), 2015, 253, P.).
Schramm, Hans-Joachim, et al., Commentary: On the 2010 Model Law on Joint- Stock Companies for CIS Members States (as Amended), in: Review of Central and East European Law, Volume 36, Issues 3 and 4, 2011, 211-314 (cite: Schramm, Commentary: On the 2010 Model Law on Joint-Stock Companies, in: Review of Central and East European Law, 36(3 and 4), 2011, 211, P.).
ნორმატიული მასალა ქართულ ენაზე:
„ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“, № 200/42, 27/06/2014.
„საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, №577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022).
„საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, №875-Vრს-Xმპ, 02/08/2021.
ნორმატიული მასალა უცხოურ ენაზე:
DIRECTIVE 2009/101/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 16 September 2009.
SECOND COUNCIL DIRECTIVE ( 77/91 /EEC) of 13 December 1976.
საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №3კ/259-01, 30.03.2001.
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

