4.1 მედიცინა

მექანიკური ასფიქსია სასამართლო მედიცინაში: პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, დიაგნოსტიკა და თანამედროვე ტენდენციები

მექანიკური ასფიქსია ჩამოხრჩობა პოზიციური ასფიქსია აუტოეროტიული ასფიქსია 3D ვიზუალიზაცია ბიოქიმიური მარკერები სასამართლო მედიცინა

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
July 8, 2025

ჩამოტვირთვები

მექანიკური ასფიქსია წარმოადგენს ჰიპოქსიური დაზიანების ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ მიმდინარე ფორმას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კლინიკურ, ისე სასამართლო-სამედიცინო პრაქტიკაში. სტატიაში განხილულია მექანიკური ასფიქსიის ძირითადი ფორმები: ჩამოხრჩობა, პოზიციური ასფიქსია, კომპრესიული და აუტოეროტიკული ასფიქსია. დეტალურად გაანალიზებულია სტრანგულაციური ტრავმის პათოფიზიოლოგია, კისრის ზედა სეგმენტების მოტეხილობის როლი სიკვდილის გენეზში და სიცოცხლისდროინდელი ნიშნების მნიშვნელობა სასამართლო შეფასებისთვის. თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები, მათ შორის 3D ფოტოგრამმეტრია, ვირტუალური აუტოფსია და ბიოქიმიური მარკერები, განიხილება როგორც სასამართლო ექსპერტიზის ახალი სტანდარტი, რომელიც ზრდის მტკიცებულების სიზუსტეს და აუმჯობესებს ასფიქსიური მდგომარეობების კლასიფიკაციას. კვლევა ემყარება უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას და ასახავს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მონაცემებს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.