ინდენტირებით ინდუცირებული სტრუქტურული ცვლილებები ელექტრონებით დასხივებულ ბორით დოპირებულ სილიციუმში

p-ტიპის სილიციუმი მაღალენერგეტიკული ელექტრონები ვიკერსის ინდენტორი დრეკადობის მოდული საკონტაქტო წნევა ელექტროწინაღობა ხვრელების ძვ

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
July 21, 2023

ჩამოტვირთვები

   განხორციელებულია მაღალენერგეტიკული ელექტრონებით დასხივებული ბორით ლეგირებული მონოკრისტალური  სილიციუმის (111) კრისტალოგრაფიული ორიენტაციის ფუძეშრეების მიკროსტრუქტურის, ელექტროფიზიკური თვისებებისა და ულტრამიკროინდენტირების პროცესებში სტრუქტურული ფაზური გარდაქმნების კომპლექსური კვლევა. ნაჩვენებია, რომ p-Si-ის (111) სიბრტყეებზე 1013 სმ-2 ფლუენსის 12მევ ენერგიის ელექტრონებით დასხივება იწვევს კუთრი ელექტროწინაღობის 3 -ჯერ და დენის მატარებელი ხვრელების ძვრადობის 20%-ით შემცირებას. მაღალენერგეტიკული ელექტრონებით დასხივებული ნიმუშების ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმის სპექტრში გამოვლენილია ჟანგბადისა და ნახშირბადის კონცენტრაციის 2.5-3-ჯერ შემცირება. საკვლევი ნიმუშების ელექტრონებით დასხივებული (111) სიბრტყეებზე ვიკერსის ინდენტორით ინდენტირების პროცესებში დატვირთვა-გადაადგილების გაზომვებით ნაჩვენებია დრეკადობის მოდულისა და სილიციუმის არასტაბილურ ფაზებში გარდაქმნების მახასიათებელი საშუალო საკონტაქტო წნევის სუსტი ზრდა. განხილულია ბორით დოპირებულ სილიციუმში ელექტრონული რადიაციით მოდიფიცირებული დისლოკაციების ატმოსფეროების წვლილი ელექტროფიზიკური თვისებებისა და ინდენტაციის პროცესებში განხორციელებულ  სტრუქტურულ-ფაზური ცვლილებების მახასიათებლებში. გაანალიზებულია მონოკრისტალურ p-Si : B ნიმუშებში ელექტრონების რადიაციით ინდუცირებული დისლოკაციური სტრუქტურის ატმოსფეროების მოდიფიცირებასთან დაკავშირებული დინამიური მექანიკური და ელექტროფიზიკური თვისებების ვარიაციის მიზეზები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.