4.1 მედიცინა

პოსტკოვიდური გუნებ-განწყობის ცვლილების რისკ-ფაქტორები: ჯვარედინი კვლევა კავკასიელთა პოპულაციის კოჰორტაში

COVID-19-ის შემდგომი პერიოდი გუნებ-განწყობის ცვლილებები PHQ-9 BDI რისკ-ფაქტორები ანთებითი ბიომარკერები

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
მაისი 22, 2025
6

ჩამოტვირთვები

პოსტ-COVID-19 სინდრომი დაკავშირებულია სხვადასხვა სახის მუდმივ ფსიქოლოგიურ სიმპტომებთან. ეს კვლევა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულ პირებში აფასებს გუნებ-განწყობის ცვლილების სიმძიმეს და მასთან დაკავშირებულ დემოგრაფიულ და კლინიკურ რისკ-ფაქტორებს.

ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ჯვარედინი ტიპის კვლევა კავკასიის რეგიონის მაცხოვრებელ 200 ადამიანზე, COVID-19-ის გადატანიდან 3-დან 24 თვემდე პერიოდში. გუნებ-განწყობის ცვლილებები  შეფასდა PHQ-9-ისა და Beck Depression Inventory-ის (BDI) გამოყენებით. ძირითადი ცვლადები მოიცავდა ასაკს, სქესს, ზოგად  ფიზიკურ ჯანმრთელობას, ანამნეზში ჰოსპიტალიზაციის არსებობას, კარანტინის ისტორიას, ვაქცინაციის სტატუსს და სხვადასხვა სეროლოგიური ბიომარკერების დონეს (CRP, IL-6).

აღწერითი სტატისტიკური ანალიზის ტენდენციები მიუთითებს ტესტებით მიღებულ მომატებულ ქულებს ქალთა საკვლევ კოჰორტაში, საშუალო ასაკის მონაწილეებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. თუმცა, სტატისტიკურად სარწმუნო მნიშვნელობა არ იქნა მიღწეული (PHQ-9: p > 0.5; BDI: p > 0.2). PHQ-9 და BDI ქულები დადებით კორელაციაშია, რაც ადასტურებს თანმიმდევრულ გუნებ-განყობის დაქვეითების სიმპტომატოლოგიას. დამატებითი ცვლადები, როგორიცაა COVID-19-ის შემდგომი პერიოდი, ეკონომიკური გავლენა და ძილის რეჟიმი, შემდგომი კვლევის პროცესშია.

კვლევის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები მიუთითებს, რომ კონკრეტული დემოგრაფიული ჯგუფები შესაძლოა, უფრო მგრძნობიარენი იყვნენ COVID 19-ის შემდგომ გამოვლენილი გუნებ-განწყობის ცვლილების  მიმართ. ეს დასკვნები ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიზნობრივი მონიტორინგისა და სამომავლო გრძივი ანალიზის საჭიროებას, რათა დადასტურდეს ამ ტენდენციების არსებობა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.