1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

აგროსასურსათო სექტორის განვითარებაში ინვესტიციების როლი

აგროსასურსათო სექტორი ინვენსტიციები ინვესტორები საინვენსტისიო გარემო

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
თებერვალი 13, 2025

ჩამოტვირთვები

     საბაზრო მეურნეობის მართვის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობა. კაპიტალის კვლავწარმოებისა და ინვესტიციური პროცესების აქტივობა, რომელიც  განსაზღვრავს  წარმოების განვითარებას.. ინვესტიციები საშუალებას იძლევა, აღმოიფხვრას არსებული სოციალურ– ეკონომიკური პრობლემები, გახდეს დამატებითი იმპულსი საზოგადოებრივი განვითარებისათვის. ჩვენი ქვეყნისათვის ინვესტიციების ზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც აგროსასურსათო სექტორის განვითარება წარმოუდგენელია წარმოებისა და მომსახურების სფეროების აღმავლობის გარეშე, რასაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ესაჭიროება. როგორც ცნობილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მშპ-ს ზრდაზე, შემოსავლების დონეებსა და განაწილებაზე, დასაქმებასა და ხელფასებზე, სავაჭრო ბალანსზე (ექსპორტ-იმპორტზე), მიმდინარე და კაპიტალურ ანგარიშებზე, გადასახადების შეგროვებაზე, ტექნოლოგიების გადაცემაზე, ცოდნისა და მართვის უნარ–ჩვევებზე. საქართველოსთვის აუცილებელია უცხოური კაპიტალი, რომელიც ქვეყნისათვის ახალი კაპიტალის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას შეუწყობს ხელს და ასევე შიდა ინვესტიციებს წაახალისებს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.