ლიმფოციტური დუოდენიტების ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური პროფილი და ადგილობრივი იმუნური რეაქციების თავისებურებები

ავტორები


ლიმფოციტური ენტერიტები ხასიათდება ინტრაეპითელური ლიმფოციტების პათოლოგიური ინფილტრაციით ნაწლავის ლორწოვან გარსში. ის მოიხსენიებოდა, როგორც თორმეტგოჯა ნაწლავის ლიმფოციტოზი, ან ლიმფოციტური დუოდენიტი. დღესდღეობით კი ეს ტერმინი მოიცავს გლუტენით გაშუალებული, ან მის გარეშე განვითარებული დაავადებების საერთო მახასიათებლებს. ლიმფოციტური ენტერიტის ყველაზე ხშირი მიზეზებია Helicobacter pylori ინფექცია, მედიკამენტებით გამოწვეული დაზიანება და  გლუტენთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიცაა ცელიაკია და არა-ცელიაკიური გლუტენ-მგრძნობელობა. ნაკლებად ხშირად, ლიმფოციტური ენტერიტები შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი აუტოიმუნური მდგომარეობით, იმუნოგლობულინის დეფიციტით, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებითა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით. შესაბამისად, ლიმფოციტური ენტერიტების დიაგნოსტიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.