საქართველოს ზოგიერთი ჰალოფიტი მცენარის ფარმაკო-ბოტანიკური შესწავლა
ჩამოტვირთვები
წინამდებარე სტატიის მიზანია საქართველოს მლაშე ტბის, კუმისის, ჰალოფიტური მცენარეების – Petrosimonia brachiata, P. triandra, P. glaucescens და Gamanthus pilosus – პოლიფენოლური პროფილისა და ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა მათი სამკურნალო პოტენციალის შეფასებისათვის. მასალა შეგროვდა ქვემო ქართლში, კუმისის ტბის სანაპირო ზოლში მცენარის განვითარების სამ ფენოლოგიურ ფაზაში (ყვავილობამდე, ყვავილობა, ნაყოფიანობა). მიწისზედა ნაწილებიდან მიღებული 70%-იანი ეთანოლური ექსტრაქტები გამოიკვლიეს GC–MS და LC–MS-DAD მეთოდებით; ჯამური ფენოლები განსაზღვრდა Folin–Ciocalteu-ის, ხოლო ჯამური ფლავონოიდები – ალუმინქლორიდის სპექტროფოტომეტრული მეთოდით. ანტიოქსიდანტური აქტივობა შეფასდა DPPH რადიკალების შებოჭვის ტესტით ინჰიბირების პროცენტისა და IC₅₀-ის გამოთვლით.
შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა შესწავლილი სახეობა მდიდარია ტერპენოიდებით, ფიტოსტეროლებითა და პოლიფენოლებით; გამოვლინდა β-სიტოსტეროლი, ფენოლკარბონმჟავები და ქვერცეტინის ნაწარმი ფლავონოიდები. ჯამური ფენოლების შემცველობა მერყეობდა 10–25 მგ GAE/გ მშრალ ნედლეულზე, მაქსიმალური მნიშვნელობა დაფიქსირდა P. triandra-ს ყვავილობის ფაზაში. ჯამური ფლავონოიდების შემცველობა შეადგენდა 6.6–18.8 მგ QE/გ-ს და წარმოადგენდა ჯამური ფენოლური ფრაქციის 60–75%-ს, განსაკუთრებით P. brachiata-სა და P. triandra-ში. DPPH ტესტში ინჰიბირების მაჩვენებელი 45–90%-ის ფარგლებში იცვლებოდა, IC₅₀ – დაახლოებით 30–130 მკგ/მლ; ყველაზე დაბალი IC₅₀ ჰქონდათ P. brachiata-სა და P. triandra-ს ყვავილობის ფაზის ნიმუშებს, ხოლო G. pilosus გამოირჩეოდა შედარებით სუსტი აქტივობით. დადგენილი იქნა მჭიდრო კავშირი პოლიფენოლების შემცველობასა და ანტიოქსიდანტურ პოტენციალს შორის.
კუმისის ტბის ჰალოფიტური ფლორის წარმომადგენლები ფიტოქიმიურად მდიდარი წყაროა ბუნებრივი ანტიოქსიდანტებისათვის და წარმოადგენს პერსპექტიულ ობიექტს შემდგომი ფარმაკოლოგიური კვლევებისათვის.
Downloads
M. A. De Gregorio, L. Zhang, F. M. Mahomoodally, L. Lucini. Metabolomic profiles and biopharmaceutical properties of Petrosimonia brachiata and P. nigdeensis from Turkey. Plants, 13, 2073 (2024).
D. S. Nurpeisova, M. Toktarbek, G. A. Seitimova, B. K. Yeskaliyeva, G. S. Burasheva, M. I. Choudhary. Phytochemical analysis of Petrosimonia sibirica grown in Kazakhstan. International Journal of Biology and Chemistry, 11(2), 129–134 (2018).
P. Brzović, et al. Phenolic Antioxidants in the Adriatic Halophyte Limbarda crithmoides. Foods, 14, 3718 (2025).
A. Souid, et al. Antioxidant and nutraceutical potential of halophyte extracts. Frontiers in Nutrition, 8, 2021.
Z. Y. Ma, W. Sun, X. Zhang, H. B. Yang, W. F. Sun. Phenolic compounds and antioxidant activity of halophytic plants from Central Asia. Chem. Nat. Compd., 51, 530–536 (2015).
ბადეიძე გ.,ჭანიშვილი შ., ჩხუბიანაშვილი ე. და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს ჰალოფილური მცენარეები. თბილისი, 2019, გვ.9
საქართველოს ფლორა III. გამოცემა მეორე, თბილისი, მეცნიერება. 1975. გვ. 225-226
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

