ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომის შედარებითი ფენოტიპური მახასიათებლები ძირითად კერას, სიმსივნურ უჯრედულ მიკროკლასტერებსა და მეტასტაზურ ლიმფურ კვანძებში Luminal A და Luminal B მოლეკულური ქვეტიპებში

ძუძუს კიბო ეპითელურ მეზენქიმური ტრანსფორმაცია სიმსივნის ბადინგი (TB)

ავტორები

  • შოთა კეპულაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, Georgia
  • ირაკლი კოხრეიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, Georgia
  • გიორგი ბურკაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Georgia
ტომ. 4 No. 2 (2022)
სტატიები
апреля 11, 2022

ჩამოტვირთვები

კვლევა მოიცავდა ფორმალინში დაფიქსირებულსა და პარაფინში ჩაყალიბებულ(FFPE) ქსოვილებს საერთო ჯამში ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომის (NST) 55 შემთხვევას. კვლევის განხორციელებისთვის შემუშავდა შემდეგი ალგორითმი იმუნოჰისტოქიმიური კლევისა და შესაბამისი ანტისხეულების გამოყენებით: ვიმენტინი; ბეტა-კატენინი; E -კადჰერინი; ესტროგენი; პროგესტერონი და Her2, Ki67;  სიმსივნის ,,ბადინგი’’ შეფასებული იქნა H&E შეღებილ ანათლებში კომპიუტერული პროგრამის Qupath-ის გამოყენებით (ვერსია 0.3.2). ესტროგენის ექსპრესია განსხვავებულია ძირითად კერასა და სიმსივნურ უჯრედულ მიკროკლასტერებში და მისი ექსპრესია მკვეთრად შემცირებულია ძუძუს Luminal B მოლეკულურ ქვეტიპში. ვიმენტინისა და ბეტა კატენინის ექსპრესია მსგავსი ცვლილებებით ხასიათდება მათი რაოდენობა მკვეთრად მაღალია სიმსივნურ მიკროკლასტერებში ძირითად კერასა და მეტასტაზურ ლიმფურ კვანძებთან შედარებით, რაც ჩვენი აზრით შესაძლებელია წარმოადგენდეს ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის გამოვლინებას. პროლიფერაციული აქტივობის ცვლილებების დინამიკა გვიჩვენებს, რომ პროლიფერაციული აქტივობა ყველაზე ნაკლებია სიმსივნურ უჯრედულ მიკროკლასტერებში, რაც შეიძლება განხილულ იქნას ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის არაპირდაპირ  მაჩვენებლად.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.