მექანიკური პოლირების გავლენა მონოკრისტალური p-SiGe ფუძეშრეების ფიზიკურ-მექანიკური თვისებებზე

შენადნობები პოლირება დეფორმაციული დეფექტი შინაგანი ხახუნი ძვრის მოდული ოპტიკური შთანთქმის სპექტრი

ავტორები

ტომ. 4 No. 1 (2022)
ინჟინერია და ტექნოლოგიები
February 3, 2022

ჩამოტვირთვები

შესწავლილია მექანიკური პოლირების გავლენა მონოკრისტალური p-SiGe შენადნობების ფუძეშრეების სტრუქტურულად-მგრძნობიარე ფიზიკურ თვისებებზე. ნაჩვენებია სხვადასხვა დისპერსულობის ალმასის ნაწილაკების შემცველი  მაპოლირებელი კომპოზიციით დამუშავებული SiGe ფუძეშრეების (111) ორიენტაციის ზედაპირებზე ელექტრული მახასიათებლების, ინფრაწითელი გამოსხივების ოპტიკური შთანთქმის სპექტრების, შინაგანი ხახუნისა და ძვრის მოდულის მნიშვნელობების არამონოტონური ცვლილებები. პოლირების პროცესში წარმოქმნილი დეფექტები ურთიერთქმედებენ მალეგირებელი ბორისა და ტექნოლოგიური წარმოშობის ჟანგბადისა და ნახშირბადის ატომებთან. ოთახის ტემპერატურის პირობებში მექანიკური დამუშავების პროცესში მიმდინარეობს დეფორმაციული წარმოშობის დეფექტების ფორმირება.ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმის სპექტრებში გამოვლენილია  კრისტალურ მესერში არსებული ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომების კონცენტრაციის შემცირება და Ci-Cs, Ci-Oi, V-O დეფექტები. ნავარაუდევია, რომ SiGe ფუძეშრეების (111) სიბრტყეებზე  ელექტროფიზიკური და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების არამონოტონური ცვლილებები გამოწვეულია მექანიკური პოლირების პროცესებში წარმოქმნილი დეფექტების ელექტრული აქტიურობისა და დისლოკაცია-დეფექტების ასოციაციების ურთიერთქმედების მექანიზმების ცვლილებებით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.