2.5 სოციალური მეცნიერებები

პოლიტიკური სუბიექტების რეპრეზენტირება მედიის იუმორისტულ დისკურსში

პოლიტიკური იმიჯი იუმორისტული დისკურსი მედიაში პოლიტიკური იუმორი

ავტორები

ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
March 31, 2024

ჩამოტვირთვები

დღესდღეობით თანამედროვე პოლიტიკური კომუნიკაცია მეტად შეიცვალა, რაც მისი გამოხატვის საშუალების ახალ ფორმებს გულისხმობს. მთავარი მიზანი უცვლელია - პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა; იქნება ეს საზოგადოებრივი აზრისა თუ მასობრივად განწყობის შეცვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოუდგენელია პოლიტიკური კომუნიკაციისა და პოლიტიკური სუბიექტების წარმოჩენა სწორხაზოვანი კომუნიკაციის პროცესის გარეშე, სადაც მედია მთავარი შუამავალია. პოლიტიკოსისათვის დიდი აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად მედია მთავარი პლატფორმა გახდა.

მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობის ახალ საფეხურზე იუმორისტული დისკურსი გაჩნდა, რამაც თავის მხრივ პოლიტიკოსთა რეპრეზენტაციისათვის საჭირო ახალი მეთოდები გააჩინა. სულ უფრო ნათელი ხდებოდა რომ პოლიტიკოსების წარმოჩენა პოპულარულ ტოკშოუებში მაყურებლისათვის საინტერესო იყო. პოლიტიკოსები იმსახურებდნენ მეტ დადებით გამოხმაურებას, რაც საბოლოოდ აისახებოდა მათ პოლიტიკურ იმიჯზე. აქედან გამომდინარე, პოლიტიკა გასართობ-იუმორისტული ტოკშოუების კონტენტის ყველა ასპექტში ჰპოვებს ასახვას; პოლიტიკური იუმორი მედიის განუყოფელ ნაწილად იქცა (Williams & Carpini, 2011).

აქედან გამომდინარე, აღნიშნული სტატიის მიზანია გაანალიზოს თუ როგორ რეპრეზენტირდებიან პოლიტიკური სუბიექტები მედიის იუმორისტულ დისკურსში. შესაბამისად, მიმოიხილოს რა ძირითადი მეთოდები გამოიყენება ამა თუ იმ პოლიტიკოსის წარმოსაჩენად და როგორ იქმნება პოლიტიკოსის იმიჯი.

დასახული მიზნისათვის სტატიაში განხილულია თეორიული წყაროები, რომლებსაც თან ერთვის მაგალითები, სადაც ნათლად ისახება, რომ იუმორთან ერთად პოლიტიკოსები ახერხებენ პოლიტიკაზე საუბარსაც, რაც მიზანმიმართული ნარატივის მატარებელია. ცალსახაა, პოლიტიკოსთა რეპრეზენტაციისათვის იუმორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხი  გახდა.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.