საგანგებო ვენტილაციის მაჩვენებლების ანალიზი საავტომობილო გვირაბისათვის

tunnel ventilation fire critical velocity backlayering length lifesaving

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
დეკემბერი 26, 2023

ჩამოტვირთვები

დამატებითი ფაილები

სხვა ქვეყნების ანალოგიურად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაც დიდადაა დამოკიდებული სატრანსპორტო სისტემის გამართულ მუშაობაზე. ამ სისტემაში გვირაბი საკვანძო ელემენტია, რადგან გზის ყველაზე უფრო რთული მონაკვეთის გადალახვა მისი მეშვეობით ხდება და სწრაფდება ტვირთბრუნვა. გვირაბი ზოგადად და განსაკუთრებით მაღალი გამტარებლობის პირობებში, იმავდროულად პრობლემური ელემენტიცაა, რადგან მასში მოსალოდნელია ხანძრის გაჩენა. ხანძრის შემთხვევებმა მსოფლიოს გვირაბებში აჩვენა, რომ ხანძარს გვირაბში აქვს უფრო მაღალი ტემპერატურა და არის უფრო დამანგრეველი, ვიდრე ეს ზოგადად არის მოსალოდნელი ღია სივრცეში. ამის გამო ხანგრძლივ უარყოფით გავლენას მოახდენს გვირაბის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. გვირაბების ფუნქციონირების ხანგრძლივი პერიოდით მოშლა კი გამოიწვევს პირდაპირ ზარალს, შეაფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ქვეყანას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს. ამის გამო გვირაბის უსაფრთხო ვენტილაციასთან დაკავშირებული საკითხების ახალი გადაწყვეტების შემოტანა მნიშვნელოვანია. აღნიშნულ გადაწყვეტებში გაანალიზებული უნდა იქნეს მსოფლიოს გვირაბებში მომხდარი რეზონანსული ხანძრების მიზეზები და შედეგები. უფრო რეალისტურად უნდა იქნეს შეფასებული სავენტილაციო სისტემის შესაძლებლობები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.